საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აქედან 2.2 მილიონი რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები იყო, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1.4 მილიონი შეადგინა (43.9%-ით მეტი).
2023 წელს ვიზიტები შემდეგი მიზნით განხორციელდა:
- საყიდლები – 796.3 ათასი (35.4%);
- მეგობრების/ნათესავების მონახულება – 726.3 ათასი (32.3%);
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 316.7 ათასი (14.1%);
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 280.8 ათასი (12.5%);
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 65.1 ათასი (2.9%);
- სხვა – 61.6 ათასი (2.7%).
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (1 მილიონი) და სომხეთზე (349.0 ათასი) მოდის.
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.
ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:
- საყიდლები – 853.3 მლნ (41.9%);
- საკვები და სასმელი – 501.9 მლნ (24.6%);
- განთავსება – 339.6 მლნ (16.7);
- ადგილობრივი ტრანსპორტი – 189.6 მლნ (9.3%);
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 90.9 მლნ (4.5%);
- სხვა – 61.8 მლნ (3%).