2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.3%-ით გაიაფდა

2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.3%-ით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად – 1.3%-ით.

გასული წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-1.1%). ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან ფასებმა დაიკლო ძირითად ლითონებზე (-8.5%) და სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (-0.8%).

გარდა ამისა, ფასების 0.9%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 4.9%-ით. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (5.3%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 1.6%-ით. ფასები დაკლებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-18.2%) და ძირითადი ლითონები (-18.5%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.7%-ით.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 4.8%-ით.
წყარო: საქსტატი