ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს 2023 წელთან შედარებით 9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ზრდამ 0.2% შეადგინა.
ამასთან, გასული წლის განმავლობაში საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ეს 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით არის აღდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის IV კვარტალში. მისივე მონაცემებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდამ 0.8% შეადგინა.
ამავდროულად, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ეს 2023 წელთან შედარებით 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენამ 74.2%-ს მიაღწია.
2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
- თურქეთი – 1,336,834 ვიზიტი
- ისრაელი – 310,982 ვიზიტი
- ყაზახეთი – 178,930 ვიზიტი
- ინდოეთი – 124,335
- ჩინეთი – 88,583 ვიზიტი
- საუდის არაბეთი – 88,298 ვიზიტი
- უზბეკეთი – 64,259 ვიზიტი
- ამერიკის შეერთებული შტატები – 51,728 ვიზიტი
- საფრანგეთი – 28,302 ვიზიტი
- საბერძნეთი – 27,557 ვიზიტი
- ქუვეითი – 27,277 ვიზიტი
- ლატვია – 22,297 ვიზიტი
- არაბთა გაერთიანებული საემიროები – 14,889 ვიზიტი