სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.33 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2023 წლის მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
„შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება,“ – წერია საქსტატის ანგარიშში.

კერძოდ, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია. რეინვესტიციამ კი 1.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წლის მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლები.
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 58.2% შეადგინა. ეს ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო (33.6%), მალტა (13.2%) და ნიდერლანდები (11.4%).
