2045 წლისთვის კიბოთი დაავადების შემთხვევები 55%-ით გაიზრდება - WHO

2045 წლისთვის კიბოთი დაავადების შემთხვევები 55%-ით გაიზრდება - WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) შეფასებით, 2022 წლიდან 2045 წლის პერიოდში გლობალურად კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 55%-ით გაიზრდება. კერძოდ კი, თუ 2022 წელს აღნიშნული დაავადების 19.9 მილიონი დიაგნოზი დაისვა, სააგენტოს პროგნოზით, 2045 წლისთვის ეს რიცხვი 30.9 მილიონს მიაღწევს.

IARC-ის პროგნოზით, კიბოს შემთხვევების მატებასთან ერთად, მსოფლიოში ამ დაავადებით სიკვდილიანობაც გაიზრდება და 2022 წლის 9.7 მილიონი ადამიანიდან 2045 წელს 16.6 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

სააგენტოს შეფასებით, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები 32.2%-ით გაიზრდება. ყველაზე დიდი, 111.8%-იანი ზრდა კი აფრიკაში დაფიქსირდება. კიბოთი სიკვდილიანობის ზრდის მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებს IARC ლათინურ ამერიკასა (80.5%) და აზიაშიც (79.7%).

სააგენტოს განცხადებით, ფაქტორებს შორის, რომლებიც გლობალურად კიბოს შემთხვევების ზრდას ხელს უწყობენ, არის მოსახლეობის დაბერება, თამბაქო, ალკოჰოლი და სიმსუქნე, ასევე ჰაერის დაბინძურება.