312 ლარის სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

312 ლარის სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.

2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7 პროცენტი), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4 პროცენტი). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 პროცენტი) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).

რაც შეეხება ხარჯებს, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე – 312.2 ლარს უტოლდება.

2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

slide38

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.