$4 567 888 - ლანჩი ბაფეტთან რეკორდულ თანხად გაიყიდა

$4 567 888 - ლანჩი ბაფეტთან რეკორდულ თანხად გაიყიდა

4 567 888 დოლარი – სწორედ ეს თანხა დაუჯდა 28 წლის ჯასტინ სანს უორენ ბაფეტთან ლანჩი.

კრიპტოვალუტების კომპანიის Tron დამფუძნებელმა ბაფეტთან ლანჩში 1 მილიონი დოლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე გასულ წელს მისმა წინამორბედმა.

უორენ ბაფეტი საკუთარ თავთან ლანჩს უკვე 20 წელია აუქციონზე ყიდის, მიღებულ თანხას კი ქველმოქმედებას ახმარს. კერძოდ, აუქციონის შემდეგ თანხა San Francisco’s Glide Foundation-ს ერიცხება. ამ გზით ქველმოქმედებაზე უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი მიემართა.

ბაფეტი უკვე წლებია ამერიკის ყველაზე მსხვილ ფილანტროპებს შორის სახელდება. კერძოდ, Forbes ვერსიით, მხოლოდ 2017 წელს ბაფეტმა ქველმოქმედებაზე $2.8 მილიარდი დახარჯა. მან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდს. თანხის ნაწილი მან საკუთარ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა, ნაწილი კი 3 ორგანიზაციაზე გასცა.

ჯამში, 2017 წელს ამერიკის ტოპ 50-მა ქველმოქმედმა $12.6 მილიარდი დახარჯა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, აღნიშნულმა 50-მა პირმა ცხოვრების მანძილზე ქველმოქმედებისთვის $158 მილიარდზე მეტი დახარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *