500 Georgia-ს მეოთხე ნაკადზე აპლიკაციების მიღება დაიწყო

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადზე აპლიკაციების მიღება დაიწყო

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადზე აპლიკაციების მიღება დაიწყო. ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GITA-სთან თანამშრომლობით, 500 Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day გაიმართა, რომლის ბოლოსაც აპლიკაციების მიღება ოფიციალურად გამოცხადდა. პროგრამის ავტორები დაინტერესებულ სტარტაპებს მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია – ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს მესამე ნაკადის ფარგლებში, 30 საერთაშორისო და ლოკალური სტარტაპი გადამზადდა, რის შემდეგაც მათი ჯამური ღირებულება 212%-ით გაიზარდა.