ტრანს-ანატოლიური მილსადენი TANAP სრულად მზად არის აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიაწოდოს, – განცხადებას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR ავრცელებს.
კომპანიის ცნობითვე, პროექტი რამდენიმე მილიარდით ნაკლები დაჯდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო და მისმა ღირებულებამ ჯამში 7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად 11.7 მილიარდი დოლარისა.
TANAP-ის მილსადენი ჯამში 850 კილომეტრისაა. აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, საბერძნეთის საზღვართან პირველად 18 ივნისს მივიდა.
“სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტით, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება განხორციელდება. გაზსადენი უკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელებაა თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.