737 MAX-ის კრიზისი: Boeing-ის შეკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა

737 MAX-ის კრიზისი: Boeing-ის შეკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა

Boeing-მა განაცხადა, რომ კომპანიის შეკვეთები ბოლო 20 წლის ისტორიულ მინიმუმზეა, აღნიშნულს კი 737 Max-ს უკავშირებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკულმა კომპანიამ დაკარგა ტიტული მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავის მწარმოებლის მისი ევროპული კონკურენტის Airbus-ისგან განსხვავებით. 

Boeing-ის თქმით, შეკვეთებმა სულ 54 თვითმფრინავი შეადგინა, მაშინ როცა აღნიშნული რიცხვი  893-ს აღწევდა გასულ წელს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. 

შეგახსენებთ, რომ Boeing 737 Max  10-14 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

წყარო: BBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.