ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის I-III კვარტალის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშზე დაყრდნობით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთანავე ირკვევა, რომ 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. აღნიშნულ შემთხვევაში წლიური ზრდა 9.2%-ია.
რაც შეეხება უშუალოდ III კვარტალს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
III კვარტალში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. ამ შემთხვევაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 8.3%-ია.