PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში

ესტონეთი ევროპაში უახლესი განათლების ჰაბია, რომელიც ხშირად უსწრებს გლობალურ საგანმანათლებლო ტესტებში ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორიც დიდი ბრიტანეთია. 

PISA-ს ტესტები აფასებს 15 წლის ასაკის ბავშვების უნარ-ჩვევებს (წაკითხული ტექსტის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა დარგებში), ანუ როგორ იყენებენ ისინი საკუთარ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღნიშნული ტესტები 2000 წელს დანერგა და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობა იღებს მონაწილეობას. 

მაშინ, როდესაც დიდ ბრიტანეთში განათლებაზე დიდ თანხებს ხარჯავენ, 2016 წელს გამოქვეყნებული Pisa-ს შედეგების მიხედვით, მეცნიერების ტესტირებაში ესტონეთმა მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა – მე-15. უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთი მე-6 ადგილზეა წაკითხული ტექსტის გააზრების ტესტირებებში, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი 22-ე ადგილს სჯერდება. 

ესტონეთმა მაღალი ხარისხის ასაკობრივი განათლება პრიორიტეტად აქცია. ბავშვები ბაღში სიარულს 3 წლის ასაკიდან იწყებენ. ბაღის გადასახადი თითო ბავშვზე თვეში არის €80 (£70, $90).

საბავშვო ბაღები ბავშვებს განათლებას თამაშის საფუძველზე აძლევენ, რაც თანდათან იღებს სწავლების ოფიციალურ ფორმას. ესტონელი მშობლები აღნიშნავენ, რომ თამაშით სწავლა აუცილებელია, რათა ბავშვებმა სიამოვნება მიიღონ. ასე გრძელდება მანამ, სანამ ბავშვები ემოციურად და ფიზიკურად მზად არ იქნებიან ახალი ეტაპისთვის. 

ცნობისთვის: როდესაც ესტონეთმა თავი დააღწია რუსეთს და დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მეზობელი ფინეთისგან აიღო განათლების მოდელი. 

საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით, მშობლებს არანაირი თანხის გადახდა არ უწევთ სკოლამდელ განათლებაში. ესტონეთში სწავალა უფასოა. უფასოა ტრანსპორტი, წიგნები, რვეულები და სკოლაში სადილი. ესტონეთმა უკვე დანერგა ელექტრონული სკოლის სისტემა. სისტემის დახმარებით ბავშვები იყენებენ ელექტრონულ წიგნებს და საშინაო დავალების დიდ ნაწილს ამ წიგნების დახმარებით ასრულებენ.