იცხოვრე შენი ცხოვრებით | ინტერვიუ ნიკოლოზ მეძმარიაშვილთან

იცხოვრე შენი ცხოვრებით | ინტერვიუ ნიკოლოზ მეძმარიაშვილთან

15 წელზე მეტია, კომპანია m² ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება. დღეს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ანახლებს ლოგოტიპს და ბაზარს ახალ გზავნილს სთავაზობს, რომელიც ასე ჟღერს – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. გზავნილი, ერთი მხრივ, ბრენდის უკვე არსებული დაპირების – „იცხოვრე უკეთესად“ – განვითარებას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე კომპანიის პასუხია. კომპანიის განახლებულ მიზნებზე Forbes Georgia m²-ის გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ მეძმარიაშვილს ესაუბრა.

ბრენ­დის არ­სე­ბო­ბის მე-15 წელს m²-მა ძვე­ლი სლო­გა­ნი – „იცხოვრე უკე­თესად” ახ­ლით ჩა­ა­ნაც­ვ­ლა – „იცხოვრე შენი ცხოვ­რე­ბით”. რა სი­ახ­ლეა კომ­პა­ნია­ში?

2021 წლიდან ჩვენმა ბიზნესმოდელმა ტრანსფორმირების პროცესი დაიწყო და ჩვენს მთავარ მიმართულებაზე – დეველოპმენტზე ვკონცენტრირდით. ტრანფორმაციის ლოგიკური დასასრულია ის, რომ 2022 წლის ბოლოს გვაქვს ბრენდის ახალი სტრატეგია და პლატფორმა.

ახალ მოწოდებასა და ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმაზე ერთი წელია, ვმუშაობთ. ის შეიქმნა კომპანიის შიგნით, კორპორაციული კვლევების, მომხმარებლების საჭიროების ანალიზის, ჩვენი სამომავლო ხედვების და გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით.

წლების მანძილზე ჩვენ ვავითარებთ დეველოპერულ სექტორს, ვნერგავთ სიახლეებს, შემოგვაქვს სტანდარტები ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა და ინკლუზიურობის მიმართულებით. ჩვენთან ერთად ვითარდება მომხმარებელიც, მისი სურვილები და მოთხოვნები. თუ ადრე სანდოობა და უსაფრთხოება გამოწვევა იყო, დღეს ის სტანდარტულ მოთხოვნად იქცა. დასრულებულრემონტიანი სახლები, ენერგოეფექტიანობა – კომფორტული ცხოვრების ინსტრუმენტებს წარმოადგენს.

თუმცა დღეს ადამიანებს მეტი სჭირდებათ. ეს კი საკუთარი ინდივიდუალიზმითა და გემოვნებით ცხოვრების შესაძლებლობაა, იმ ყოველდღიურობით, სადაც რეალურად ხარ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, იცხოვრონ ისე, როგორც არავის უცხოვრია – ამით მუდმივად ვახსენებთ, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება, ქცევა თუ განცდა უნიკალურია, და ამავდროულად ვპირდებით, რომ ჩვენთან შეუძლიათ, იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.

ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე, ინოვაციური, ინკლუზიური და უსაფრთხო სივრცეები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას, იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.

რას ნიშ­ნავს პი­რა­დად თქვენ­თ­ვის „ცხოვრება შე­ნი ცხოვ­რე­ბით“?

პირადად ჩემთვის, ეს თავისუფლებაა, საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე ზრუნვაა, ყოველდღიური არჩევანია, რომელსაც ან ვაკეთებთ, ან არა. ჩემთვის ადამიანები, ოჯახები საკუთარი ინდივიდუალიზმით, ხასიათით, ცხოვრების სტილით არიან საინტერესოები. რაც უნდა ერთნაირ სახლში ცხოვრობდნენ, ერთსა და იმავე დროს მიდიოდნენ ერთსა და იმავე სამსახურში, ყველას ცხოვრება, ემოცია, ისტორია განსხვავებულია. ჩვენ გვინდა, ჩვენს მაცხოვრებლებს ისეთი პირობები შევუქმნათ და ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რაც მათ რეალიზებული ცხოვრების შექმნაში დაეხმარებათ.

მა­ინც რო­გორ აისა­ხე­ბა ეს მაცხოვრებ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე? პრაქ­ტიკა­ში რით და­ეხ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ იცხოვ­რონ სა­კუ­თა­რი, გან­სა­კუთრე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით?

ჩვენი დაპირება ჩვენს ხედვაში, პროდუქტებსა და სერვისშია ასახული. მოვლა-პატრონობის და საბროკერო სერვისები მომხმარებელს უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, უზოგავს დროს და შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს. ამასთან ერთად, ჩვენი პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი და საკუთარ გემოვნებაზე, სურვილზე მორგებული ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.

ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ინოვაციური პროექტი მარშალ გელოვანის გამზირზე, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფციის ადგილია. ეს პროექტი ამერიკულ, ურბანული დაგეგმარების კომპანია ZGF-თან ერთად შევიმუშავეთ და ადამიანების სხვადასხვა ცხოვრების სტილი, ყოველდღიური ჩვევები და ინდივიდუალიზმი გავითვალისწინეთ.

„m²-ის პორტფელში შედის 11 დასრულებული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 254 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტების (რომელთა უდიდესი ნაწილი 2023 წელს დასრულდება) კი – 318 მლნ აშშ დოლარს. m²-ის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 572 მლნ აშშ დოლარია“.

აქ 4 ჰექტარზე მეტი მწვანე სივრცეა, სადაც 1.5 ჰექტარი ცენტრალურ პარკს უკავია. ცენტრალური პარკი, მის გარშემო მოწყობილი ბულვარითა და ველობილიკით, სპორტული მოედნები, სარეკრეაციო, გასართობი და საბავშვო სივრცეები, საპიკნიკე და ბარბექიუს ზონები და სხვადასხვა ფუნქციური სივრცე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, იცხოვრონ საკუთარი სურვილების, სტილის, განწყობის შესაბამისად. უბანი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. აქ ყველას ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ისე, როგორც არავის უცხოვრია, რაც ნიშნავს – იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.

ზო­გა­დად რომ შე­ა­ჯა­მოთ 15 წე­ლი, რას და­არ­ქ­მევ­დით მას? რა არის ის ძი­რითა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­საც კომ­პანია დღემ­დე ეყ­რ­დ­ნო­ბა?

ეს იყო ბაზრის განვითარების 15 წელი. წლების წინ ჩვენ აღვადგინეთ სამშენებლოდეველოპერული სექტორის მიმართ ნდობა და ადამიანებისთვის მიცემული პირობა შევასრულეთ. მომხმარებელს გავუზიარეთ ცოდნა, კომფორტის აღქმის სტანდარტი დავამკვიდრეთ, ინოვაციები შემოვიტანეთ, საერთაშორისო სტანდარტი დავნერგეთ და ასე ვაგრძელებთ დღესაც. ათ წელზე მეტია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ. ჩვენს თავს ვუწესებთ იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ქვეყანაშია განსაზღვრული. ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორიცაა – FMO, IFC და ADB. ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ბაზარზე ვოპერირებთ და კორპორაციაში ვხელმძღვანელობთ – თავისუფლება, ზრუნვაზე ფოკუსი, ინოვაცია და მუდმივი განვითარებაა.

რა მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გაქვთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ამ წლე­ბის განმავ­ლო­ბა­ში? და რამ­დე­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია აშე­ნე­ბუ­ლი?

m²-ის პორტფელში შედის 11 დასრულებული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 254 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტების (რომელთა უდიდესი ნაწილი 2023 წელს დასრულდება) კი – 318 მლნ აშშ დოლარს. m²-ის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 572 მლნ აშშ დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯამური ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოშვებული 7 ობლიგაცია, 160 მლნ აშშ დოლარი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა ADB, FMO, IFC, მოზიდული ფინანსური რესურსი, რაც 75 მლნ აშშ დოლარია.

დასრულებულ პროექტებში ბინების რაოდენობა შეადგენს 2 900-ს და ჯამური სამშენებლო ფართი 373 000 კვ/მ-ია. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ისინი 6 300 ბინას აერთიანებს და 682 000 კვ/მ-ის ფართს წარმოადგენს.

2022 წლის ოქტომბერში „საქართველოს უძრავმა ქონებამ“ წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები, რაც ჩვენი სამომავლო პროექტების განვითარებას მოხმარდება.

ვინ ქმნის დღეს მოთხოვ­ნას ბა­ზარ­ზე, ვის­ზე აკე­თებს კომ­პა­ნია m² გათ­ვ­ლას?

ერთი დომინანტი სეგმენტი არ გვყავს, ჩვენი მომხმარებელი დივერსიფიცირებულია. ზოგადად, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ემიგრანტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენს შემთხვევაში, ბოლო ორი წლის სტატისტიკის მიხედვით, მაცხოვრებლების 85%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესი სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც საკმაოდ დიდია. ჩვენთან იმ 15 %-ს, რომელიც უცხოურ ქვეყნებზე მოდის, ძირითადად ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მოთხოვ­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. თქვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი ამ მხრივ რო­გო­რი­ა?

ჩვენი სახლები, რომელთა კვ/მ-ის ფასი პანდემიამდე 850 დოლარიდან 1000 დოლარამდე მერყეობდა, დღეს $1500 ღირს, რაც დაახლოებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს. ჩემი პროგნოზით, ფასები აღარ დაიწევს, თუმცა მკვეთრი ზრდაც არაა მოსალოდნელი. დღეს, ფასების თვალსაზრისით, ვართ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით პანდემიამდელ პერიოდში. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სექტორი სტაბილურად განაგრძობს განვითარებას.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც რომ გაგ­ვი­ზი­აროთ. სად გეგ­მავთ პრო­ექ­ტებს და რა ტი­პის იქ­ნე­ბა ისი­ნი?

უახლოეს მომავალში m²-ისთვის განსხვავებული ტიპის პროექტის განხორციელება იგეგმება. 2023 წლის გაზაფხულიდან დავიწყებთ პირველი ცათამბჯენის, m² Highlightის მშენებლობას, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე განთავსდება და ჩვენს ინოვაციურ უბანს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.

2023 წლის დასაწყისში კიდევ ერთი განსხვავებული პროექტის მშენებლობა დაიწყება, რომელიც რეკრეაციულ ზონასთან, მთაწმინდის პარკის გვერდით განთავსდება. ეს იქნება დაბალსართულიანი სახლები მათთვის, ვისაც სურს, იცხოვროს ბუნებასთან ახლოს, ცენტრალური უბნების ხმაურისგან მოშორებით, კომფორტსა და სიმყუდროვეში.

ასევე ვმუშაობთ 5 ახალ პროექტზე, რომლებიც ცენტრალურ უბნებში მდებარეობს.

კომპანიაში დაიწყო გაციფრულების პროცესი, იგეგმება ჩვენი მომხმარებლებისთვის აპლიკაციის შეთავაზება, რომელიც გაუადვილებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და მისცემს შესაძლებლობას, მეტი დრო დარჩეთ საკუთარი თავისთვის.

მრავალფეროვანი პროექტების არჩევანი, სახლები, რომლებიც უბნიდან იწყება, სხვადასხვა ტიპის ტერასები, სამუშაო გარემო მაცხოვრებლებისთვის, Wi-Fi ზონა, დასასვენებელი, განმარტოების თუ გართობის სივრცეები, ოპტიმალური ინდივიდუალური თუ ოჯახური პროექტები, 24-საათიანი მომსახურება, აპლიკაცია, ბროკერის სერვისი – ყოველივე ეს ადამიანის დროის დაზოგვაზეა ორიენტირებული და იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ დაპირება: „იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია, იცხოვრე შენი ცხოვრებით“.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia