რა არის დელეგირება?

რა არის დელეგირება?

დელეგირება (ინგლისურად delegating) არის უფლებამოსილების დეცენტრალიზაცია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი თავის დაქვემდებარებულს აძლევს უფლებას, იმოქმედოს დამოუკიდებლად, უნაწილებს მას უფლებამოსილებას. დელეგირებაა ასევე, როდესაც ერთი პირი მეორე პირს აძლევს უფლებას, მისი სახელით იმოქმედოს. ასეთ პირს დელეგატი ან წარმომადგენელი ჰქვია. უფლებამოსილების განაწილებას თან ახლავს ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის განაწილება.

დელეგირება მაღალი თანამდებობის პირებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ უფრო მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საკუთხებს. გარდა ამისა, მასზე დაქვემდებარებული ადამიანების (ვისზეც დელეგირება განახორციელა) კვალიფიკაცია მაღლდება, იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია, ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტაში ჩართულობა. რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, დელეგირების საჭიროება და ეფექტიანობა მით უფრო მაღალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *