ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა

ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა

ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.

ახლახან, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. აღნიშნული პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა ინგლისური და უკრაინული ენებიდანაა შესაძლებელი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ქართული ენის შესწავლას. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა.

რამდენიმე დღეა, რაც აღნიშნულ პლატფორმას დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის შესწავლის კიდევ უფრო რთულ დონეს გულისხმობს. 

„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას ეხება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ქართული ენით დაინტერესებულ ადამიანებს, ინგლისური და უკრაინული ენიდან სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლონ ქართული ენა. ამ პლატფორმას, ახლახან დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის საფუძვლიან შესწავლას გულისხმობს. ვამაყობთ, რომ ქართული ენის სწავლას და განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

დეტალურად პროექტი იხ: https://bit.ly/43hb2VH

S