საქართველოს სტატისტიკის ერვონულმა სამსახურმა მიმდინარე წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7% შეადგენა. რაც შეეხება 2023 წლის პირველ ხუთ თვეში, იანვარ-მაისში დაფიქსირებულ საშუალო მონაცემს, ამ შემთხვევაში ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა.
მაისში ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შემდეგ დარგებს მიუძღვის: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI) მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 101.5 შეადგინა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა (PPI) – 94.2.
აღნიშნულ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $8.36 მილიარდს გადააჭარბა. მათ შორის ექსპორტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს, იმპორტი კი 5.85 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.