ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ეს მოგებისა და პროდუქტის რეალიზაციის ზრდის ხარჯზე შეძლო.
iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასი დილის სავაჭრო სესიისა 1%-ზე მეტით გაძვირდა და 192 აშშ დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე, Apple-ის აქციების ფასი თითქმის 55%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო. მან ეს პირველად 2022 წლის იანვარში მოახერხა.
Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარით აჭარბებს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში მეორე ადგილზე მყოფი Microsoft-ის ($2.5 ტრილიონი) საბაზრო კაპიტალიზაციას.
ცნობისთვის, ამავე ჩამონათვალში მესამე ადგილს Saudi Aramco ($2.1 ტრილიონი) იკავებს, მეოთხე პოზიციაზე Alphabet-ია ($1.5 ტრილიონი), მეხუთეზე Amazon-ი ($1.3 ტრილიონი), მეექვსეზე კი Nvidia ($1 ტრილიონი). ეს უკანასკნელი ტრილიონ დოლარიანი კომპანიების კლუბის უკანასკნელი წევრია.