მსოფლიოს 168 ქვეყნიდან, მოგზაურთა რეკორდულ 600,000 ხმაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია European Best Destinations-მა (EBD), ევროპაში 2023-2024 წლების „მოსანახულებლად ყველაზე ლამაზი საშობაო ბაზრობების“ რეიტინგი წარმოადგინა. როგორც არასდროს, მოგზაურების ყურადღებას ახალი საშობაო მიმართულებები იპყრობს, მათი ფავორიტი კი წელს ბუდაპეშტის წმინდა სტეფანეს სახელობის ბაზილიკაში გამართული „მარხვის დღესასწაულია“.
EBD-ის მონაცემებით, საშობაო ბაზრობების მიმდინარე წლის რეიტინგში მეორე ადგილზე რუმინეთის კრაიოვაა. გარდა ამისა, გამოკითხულმა მოგზაურებმა ევროპაში ყველაზე ლამაზად, სწორედ კრაიოვის ნაძვის ხე დაასახელეს. სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- საუკეთესო საშობაო ბაზრობა ოჯახებისთვის: მეცი, საფრანგეთი.
- ყველაზე ლამაზი საშობაო ყინულის მოედანი: პოზნანი, პოლონეთი.
- ყველაზე ავთენტური საშობაო ბაზრობა: რიგა, ლატვია.
- საუკეთესო საშობაო აღლუმი: ვალკენბურგი, ნიდერლანდები.
- ყველაზე რომანტიკული საშობაო ბაზარი: ასტი და გოვონე, იტალია.
- ყველაზე მზიანი საშობაო ბაზარი: მადეირა, პორტუგალია.
წარმოგიდგენთ ევროპის 2023-2024 წლების საუკეთესო საშობაო ბაზრობების ტოპ-ათეულს:
- ბუდაპეშტი, „მარხვის დღესასწაული“ ბაზილიკაში
ბუდაპეშტის საშობაო ბაზარმა ევროპაში საუკეთესო საშობაო ბაზრის ტიტული უკვე ოთხჯერ მოიპოვა: 2019, 2021, 2023 და ახლა უკვე 2024 წლისთვის. ბაზილიკაში ბუტაპეშტის საშობაო ბაზრობა 2023 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა და 2024 წლის პირველ იანვარს დაიხურება. ტრადიციულად, ბაზრობა დამთვალიერებელს შიდა წარმოების 100-მდე ხელნაკეთ ნივთს, ტრადიციული უნგრული კერძებით გასტრონომიულ თავგადასავლებს, ყინულის მოედანსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს შესთავაზებს.
- კრაიოვა, რუმინეთი
„აღმოაჩინეთ ბავშვობის სიხარული კრაიოვის საშობაო ბაზრობაზე“, – წერს EBD. მიმართულება ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობებს შორის ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, რაც სახელდება. გამორჩეული კულტურული და გასართობი პროგრამებით, ყველა ასაკის პირებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყინულის მოედნით, საშობაო კოტეჯებითა და ნაძვისხით, რომელიც ევროპაში ყველაზე ლამაზად აღიარეს.
- მეცი, საფრანგეთი
მეცი, ევროპის საუკეთესო საახალწლო ბაზრობის ლიდერთა შორის უკვე მეორედ მოხვდა. მეცი საუკეთესო საშობაო ბაზრობად აღიარეს საფრანგეთში, ევროპის მასშტაბით კი ოჯახებისთვის საუკეთესო საშობაო ბაზრობის ტიტული მიენიჭა. საშობაო ბაზრები ქალაქის მთავარ მოედანზე, ხელნაკეთი საჩუქრები საშობაო პირამიდაში, საუკეთესო ჯანჯაფილის ნამცხვარი და გასტრონომიული ბაზრობა – Place de la Comédie.
- პოზნანი, პოლონეთი
პოზნანის საშობაო ბაზრობა პოლონეთში საუკეთესოდ იქნა აღიარებული, ხოლო ევროპის მასშტაბით ქალაქმა ჯილდო საუკეთესო ყინულის მოედნისთვის დაიმსახურა. საშობაო ბაზრის უნიკალურ ატმოსფეროს მანათობელი სადღესასწაულო დეკორაციები და განათებები (43,000-ზე მეტი) ქმნის, ასევე 16-მეტრიანი ნაძვის ხე და ეშმაკის ბორბალი. საშობაო ბაზრობა დამთვალიერებელს გასტრონომიულ მრავალფეროვნებას, უფასო კონცერტებს, სპექტაკლებსა და ატრაქციონებს სთავაზობს.
- მონბელიარი, საფრანგეთი
ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობების ხუთეულში მონბელიარი უკვე მესამედ მოხვდა. ამავდროულად კი, ევროპის ყველაზე ლამაზი საშობაო ბაზრობის ტიტულიც მოიპოვა. მსოფლიოში განათებების სილამაზით ცნობილი ბაზრობა ტრადიციული და ავთენტურია, რაც სტუმართმოყვარე ქალაქ მონბელიარს ზღაპრულ საშობაო ქალაქად აქცევს. განათებულ ქუჩებში სეირნობისას დამთვალიერებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ უგემრიელესი პროდუქტები და დატკბნენ სეზონის საგუნდო მუსიკით.
- რიგა, ლატვია
რიგამ ათეულში დაიმკვიდრა თავი, ხოლო ქალაქის საშობაო დეკორაციებით მორთულ ბილიკს ევროპის საუკეთესო განათების ტიტული მიენიჭა. EBD-ის მიერ რიგა ევროპაში ყველაზე ავთენტურ საშობაო დანიშნულებადაც დასახელდა. განათებების გარდა, საშობაო რიგას განსაკუთრებით მიმზიდველს ჰაერში გლიტვაინის, დარიჩინის, ჯანჯაფილისა და მოხალული ნუშის არომატები აქცევს, დომას მოედანზე გამართული ბაზრობა კი რიგას ზამთრის საოცრებათა ქვეყნად აქცევს.
- გოვონე და ასტი, იტალია
გოვონე იტალიაში ყველაზე ლამაზ საშობაო ბაზრად, ხოლო ევროპაში ყველაზე რომანტიკულად დასახელდა. „Magico Paese di Natale” პატარა სოფელ გოვონეში იმართება, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანლ ღვინის რეგიონ პიემონტში მდებარეობს. მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში მეზობელი სოფლები, გოვონე და ასტი, სანტა კლაუსის ჯადოსნურ სამეფოდ იქცევა, მრავალი კულტურული და გასტრონომიული აქტივობით.
- ბირმინგემი, გაერთიანებული სამეფო
ბირმინგემის ფრანკფურტის საშობაო ბაზრობა, რომელიც ქალაქის გრანდიოზული მუნიციპალური შენობებისა და ვიქტორიას მოედნის ფონზე მდებარეობს, უდიდესი ავთენტური გერმანული საშობაო ბაზრობაა გერმანიისა და ავსტრიის ფარგლებს გარეთ. ბაზრობაზე დამთვალიერებელს ტრადიციული სათამაშოების, ორნამენტების, ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთობების შეძენა შეუძლია, ქალაქს დამატებით ელფერს კი ყინულის მოედანი და ეშმაკის ბორბალი სძენს.
- მადეირა, პორტუგალია
მისი უჩვეულო სილამაზის გამო, მადეირა და პორტო-სანტოს კუნძულები დამთვალიერებელს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს. წლის ბოლოს მორთული მადეირა კი ევროპაში ახალი წლის დღესასწაულზე საუკეთესო მიმართულებად დასახელდა და ასევე ყველაზე მზიანი საშობაო ბაზრის ტიტულიც მოიპოვა.
- ვალკენბურგი, ნიდერლანდები
ვალკენბურგი ნიდერლანდებში საუკეთესო საშობაო ბაზრობაა, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნებს შორის საუკეთესო საშობაო აღლუმით გამოირჩევა. გავრცელებული ხმების თანახმად, სანტა წარმოშობით სწორედ ვალკენბურგიდანაა, ნამდვილ სანტას ქალაქად კი ის 17 ნოემბრიდან 2024 წლის 7 იანვრამდე იქცევა.