2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 12.8 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ RPPI-ი ქალაქ თბილისს ფარავს და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელ ბინებზე (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლებზე (4.3 პროცენტი).
ერთი წლის ჭრილში ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა – ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 8.6 პროცენტით.
უბნების მიხედვით, ბინებისა და კერძო სახლების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა, შემდეგ კი ვაკე და საბურთალო მოდის.