SOLO შესაძლებლობას აძლევს SOLO Visa ბარათის მფლობელებს, ჩაერთონ მასშტაბურ კამპანიაში და მიიღონ სამ საპრიზო კალათაში შემავალი 1042 საჩუქრიდან ერთ-ერთი – გაემგზავრონ ბალიზე, დაისვენონ საქართველოს გამორჩეულ სასტუმროებში ან მიიღონ 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
გაინტერესებთ, როგორ ჩაერთოთ SOLO Visa კამპანიაში?
ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა SOLO Visa ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე ან ონლაინ განახორციელოს მინიმუმ 50 ლარის მოცულობის გადახდა.
შედეგად, ყოველი 2 000-ე; 50 000-ე და 1 000 000-ე გადახდის შემდეგ პირველი ტრანზაქციის შემსრულებელი მიიღებს საჩუქარს შესაბამისი საპრიზო კალათიდან: 300-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ვაუჩერს საქართველოს პრემიუმ სასტუმროებში ან ბალიზე საგზურს.
ტრანზაქციების რაოდენობა ითვლება ჯამურად, კამპანიის ყველა მონაწილეს შორის.
SOLO Visa კამპანიის წესებისა და საჩუქრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.