ბიზნესის წარმართვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად განკარგვა და ხარჯების ეფექტიანი მართვა. კომპანიები უკვე ათწლეულებია, ამ სტრატეგიას მიჰყვებიან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხარჯების მართვის პროცესი არსებითად შეიცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გახადა – თითქმის სრულად ჩანაცვლდა ქვითრები, მრავალგვერდიანი დოკუმენტები თუ დაბეჭდილი ინვოისები.
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია, ქმნის ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ბიზნესების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის. ამის მაგალითია ბიზნესინტერნეტბანკი, ბიზნესმობილბანკი და ბიზნესმენეჯერი, ციფრული პლატფორმები, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა საჭირო სერვისი ონლაინ მიიღოთ და ბიუჯეტის მართვის მოძველებული მეთოდები თანამედროვე და გამარტივებული ტექნიკებით ჩაანაცვლოთ.
ამჯერად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმები თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ და როგორ უნდა მართოთ ბიზნესის ხარჯები უფრო ეფექტიანად:
აქციეთ გადახდები შაბლონებად
შეცდომების თავიდან ასარიდებლად და დროის დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკში მარტივად შეგიძლიათ შექმნათ გადახდების შაბლონები. ამით განმეორებითი ტრანზაქციების განხორციელების პროცესს მაქსიმალურად გაიმარტივებთ. გარდა იმისა, რომ კომუნალური თუ სხვა ნებისმიერი სახის გადასახადის პარამეტრის ხელით შევსება აღარ მოგიწევთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატური გადახდის რეჟიმი, რომლის დახმარებით სასურველ რიცხვში გადახდა ჩარევის გარეშე შესრულდება და დაგვიანების რისკის წინაშე აღარ დადგებით.
გაიაქტიურეთ ბიზნესნაკრები
საქართველოს ბანკის ბიზნესნაკრები პროდუქტია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში უყრის თავს. თქვენზე მორგებული ნაკრების გააქტიურების შემდეგ, საკომისიოები და ხარჯები ნაკრების გამოწერის ღირებულებაში ერთიანდება, კომპანიის ფინანსების მართვა კი ბიზნესინტერნეტბანკიდან ან პირდაპირ მობილური აპლიკაციიდანაა შესაძლებელი, რაც დროის დაზოგვასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.
ბიზნესნაკრები აერთიანებს საბანკო პროდუქტების და სერვისების ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა: მულტისავალუტო ანგარიშები, შეტყობინების სერვისი ბიზნესმობილბანკსა და ბიზნესინტერნეტბანკში, საკომისიოები ავტომატურ გადარიცხვებსა თუ გადახდებზე.
ასევე მოიცავს ტრანზაქციებს ციფრულ არხებში: კომუნალურების გადახდების საკომისიოები, ბანკომატიდან განაღდების საკომისიოები და სხვა. თქვენი ბიზნესის შესაფერისი ბიზნესნაკრების (სასტარტო ნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M ან ნაკრები L) არჩევის შემდეგ, სწორედ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სერვისებითა და უპირატესობებით ისარგებლებთ.
გაანაწილეთ როლები გუნდის წევრებზე
ბიზნესინტერნეტბანკი გუნდის წევრებზე უფლებამოსილების და დავალებების განაწილების საშუალებას იძლევა. კომპანიის დირექტორს შეუძლია, მენეჯერს საჭირო ხელსაწყოები და უფლებები მისცეს; ფინანსისტსა და ბუღალტერს კი ისეთ მონაცემებთან მისცეს წვდომა, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება. ციფრული პლატფორმით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი ყველაფერზე დირექტორისგან ნებართვის მიღება. როლების გადანაწილება დროის დაზოგვის და ბიუროკრატიული წნეხის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რაც სწრაფად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.
S