მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO ზედიზედ მეექვსედ გახდა

მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO ზედიზედ მეექვსედ გახდა

ქართველი მილიარდერი, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ყაზახეთის განვითარების ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ გახდა “წლის საუკეთესო CEO”.

“მადლობას ვუხდით ჟიურის მაღალი შეფასებისთვის. ეს მთლიანი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ჩვენი მიზანია, თანამედროვე სერვისების მეშვეობით, ადამიანების ცხოვრება გავაუმჯობესოთ და ძალიან ვამაყობთ, რომ ყაზახეთში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

გავაგრძელებთ ყაზახების გაკვირვებას ახალი, ულტრათანამედროვე ციფრული სერვისებით. მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას კლიენტებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე სამთავრობო სააგენტოებს ქვეყანაში ციფრული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის,” – თქვა ლომთაძემ.

ცნობისთვის, საუკეთესო მენეჯერებს ყაზახეთის განვითარების ფორუმის ექსპერტთა საბჭო ყოველწლიურად ასახელებს. გამარჯვებულები კი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი 500 ყაზახური კომპანიისგან შეირჩევა.