კვარაცხელია სერია A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

კვარაცხელია სერია A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველს იტალიის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული უკვე ოთხჯერ აქვს მოპოვებული.

მიმდინარე წლის სექტემბერში ხვიჩამ სერია A-ის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, რომლის დახმარებითაც თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა, გლეისონ ბრემერს (იუვენტუსი), კრისტიან პულიშიჩს (მილანი), ფედერიკო დიმარკოს (ინტერი), პატრიკ კუტრონესა (კომო) და სანტიაგო კასტროს (ბოლონია) აჯობა.

შეგახსენებთ, ხვიჩას MVP-ის ტიტული ასევე აქვს მოპოვებული 2022-23 წლების სეზონის აგვისტოს, თებერვლისა და მარტის თვეებში.