პირდაპირი გადასახადი (ინგლისურად Direct Tax) არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, უშუალოდ მეწარმე იხდის. საქართველოში პირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ქონების გადასახადი. ბუღალტრული წესებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ხელფასიდან, მოგების გადასახადი საწარმოს მოგებიდან და ქონების გადასახადი საწარმოს ან ფიზიკური პირის ქონებიდან. ტერმინი „პირდაპირი“ გამოიყენება, რადგან დაშვებაა, რომ უშუალოდ ბიზნესი უხდის სახელმწიფოს, ანუ თეორიულად, ეს გადასახადები ბიზნესის ხარჯია. თუმცა, ბიზნესს შეუძლია საგადასახადო ტვირთი გასაყიდი საქონლის და მომსახურების ფასში ასახოს და რეალურად, მომხმარებელს გადაახდევინოს, ან გარკვეული პროპორციით გადაანაწილოს საკუთარ ხარჯად და სამომხმარებლო ხარჯად.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author