Euronews: ფონ დერ ლაიენი კიევში €3.5-მილიარდიანი დახმარებით ჩავიდა

Euronews: ფონ დერ ლაიენი კიევში €3.5-მილიარდიანი დახმარებით ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის თავზე, მატარებლით კიევში ჩავიდა. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის €3.5-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ სწორედ აღნიშნული ვიზიტის დროს განაცხადებს.

აღნიშნული თანხა უფრო დიდი, 50 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა 2024 წლის დასაწყისში დააფუძნა. დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის ბიუჯეტში დამატებითი ლიკვიდობის შესატანად და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის გასაადვილებლად არის განკუთვნილი.

„უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. და ეს იქნება ჩვენი მუშაობის საგანი უახლოეს კვირებში“ , – განუცხადა ფონ დერ ლაიენმა მედიასაშუალებების ჯგუფს უკრაინის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი ოფიციალურად მიიღო. სანქციების ახალ სიაში 48 პირი და 35 სუბიექტია შესული. შეზღუდვები ფართოვდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 73 გემზე, SWIFT-ის გადახდის სისტემიდან კი დამატებით 13 რუსული ბანკი გათიშა.

პაკეტი ასევე მოიცავს 53 სუბიექტს, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სამრეწველო მიმართულებით განვითარებას მხარს უჭერენ, ასევე რვა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას, როგორიცაა Eurasia Daily, Lenta, Tvzvezda და სხვა.