დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე

თუ ხარ VII-XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს მათემატიკა, ინჟინერია, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 18 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე.

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სკოლის (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გარდა) ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. 

პროექტი ორ ტურად გაიმართება:

  • თეორიული ტური – პირველ ეტაპზე, ყოველი მონაწილე გუნდის წევრები ინდივიდუალურად იმუშავებენ თეორიული ამოცანების ამოხსნაზე. კერძოდ, სამი მოსწავლე დაწერს მათემატიკის, ორი კი – ფიზიკის ტესტს.  თეორიული ტურის შედეგად დაჯამდება თითოეული გუნდის ხუთივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც გადავლენ ფინალში.
  • პრაქტიკული ტური – მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გადავა, ამ ეტაპზე მოსწავლეები 6-8 საათის განმავლობაში გუნდურად იმუშავებენ STEM  დავალებების ამოხსნაზე. შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით. 

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ტურში გასული გუნდების მენტორები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან. 

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge