ანაგი ქოლაბმა გაყიდვების ოფისი თბილისში - აბაშიძის 70 ნომერში გახსნა და პირველი კოლაბორაციული პროექტი თბილისის აკრები დააანონსა

ანაგი ქოლაბმა გაყიდვების ოფისი თბილისში - აბაშიძის 70 ნომერში გახსნა და პირველი კოლაბორაციული პროექტი თბილისის აკრები დააანონსა

„ჩვენ ვხსნით არა მხოლოდ ახალი სამუშაო სივრცის კარს – არამედ ადგილს, რომელიც შეიქმნა კოლაბორაციისთვის, ძლიერი კავშირებისა და ზრდისთვის უძრავი ქონების დარგში.“

 

ანაგი ქოლაბი, საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ანაგის ახალი მიმართულებაა, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს 1 სივრცეში სთავაზობს.

უფრო დეტალურად, ანაგი ქოლაბის სერვისები მოიცავს − საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას, მიზანშეწონილობის ანალიზს, კომერციული გუნდის ფორმირებას, არქიტექტურულ მომსახურებას, საინვესტიციო პროდუქტების შექმნას, გაყიდვების, მარკეტინგის მართვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, იურიდიულ სერვისს, ფინანსურ ანალიტიკას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

26 აპრილს ანაგი ქოლაბის გაყიდვების ოფისის გახსნის ღონისძიებაზე პირველი კოლაბორაციული პროექტი თბილისის აკრები დაანონსდა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი უბნის ვირტუალური ტურის გამოცდილება მიეღოთ.

„თბილისის აკრები ნამდვილი ურბანული მოვლენაა“ – ეს არის პირველი თვითმყოფადი უბანი, სადაც მთელი ქალაქი ერთ სივრცეში გაქვს!

თბილისის აკრები ინოვაციური დეველოპერული პროექტია, რომელიც წარმოადგენს სახლის სრულიად ახალ კონცეფციას და პირველად საქართველოში მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში.

თბილისის აკრები სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბნებს – ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან მანქანით 2 წუთის სავალზე.

უბნის ფართობი: 620 000 კვ.მ | ტყე-პარკი: 90 000 კვ.მ | შენობების რაოდენობა: 75 | სართულიანობა: 5/8 | გამწვანება/შენობა-ნაგებობა: 85/15%

თბილისის აკრები პირველი შემთხვევაა ქართულ არქიტექტურაში, როდესაც თავდაპირველად შეიქმნა უბნის არქიტექტურა და მხოლოდ შემდეგ ინდივიდუალური შენობების იერ-სახე.

პროექტს წარმოგიდგენთ ანაგის შვილობილი კომპანია – ანაგი ქოლაბი, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებგვერდს – anagicollab.ge

S