აშშ-ის მთავრობამ Boeing-თან სატელიტების წარმოებაზე $2.8-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

აშშ-ის მთავრობამ Boeing-თან სატელიტების წარმოებაზე $2.8-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

ამერიკული Boeing Co-ს ინფორმაციით, კომპანიამ აშშ-ის მთავრობისგან სატელიტების წარმოებასთან დაკავშირებით $2.8-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების პირობებით, საწყის ეტაპზე Boeing-ი ორ სატელიტს ააგებს, დამატებით ორის წარმოება კი სამომავლოდ იგეგმება.

Boeing-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მთავრობასთან გაფორმებული $2.8-მილიარდიანი კონტრაქტი აშშ-ში სტრატეგიული სატელიტური კომუნიკაციების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს. განვითარებული სტრატეგიული სატელიტური კომუნიკაციების (ESS) პროგრამა აშშ-ის პრეზიდენტსა და სამხედრო ლიდერებს საგანგებო სიტუაციების დროს, ერთმანეთთან უსაფრთხო და თანამედროვე სატელიტური კომუნიკაციის საშუალებით, კავშირის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„აშშ-ს სტრატეგიული ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა სჭირდება, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს, დაცვისა და შესაძლებლობების უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა Boeing Space, Intelligence and Weapon Systems-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა კეი სირსმა და დასძინა, რომ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური სისტემა უსაფრთხო კომუნიკაციის გარანტიად იქცევა.

გეოსტაციონარულ ორბიტაზე განლაგებისას – დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 35,700 კმ-ის მანძილზე – ESS მსოფლიოს სტრატეგიული სამხედრო მებრძოლებისთვის მუდმივ დაფარვას უზრუნველყოფს. კოსმოსური ხომალდი მაღალი დაცვით ტალღურ ფორმებს და კლასიფიცირებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან პარტნიორობითაა შემუშავებული. Boeing-ის გეგმით, ორი სატელიტიდან პირველის მიწოდება 2031 წლისთვის იგეგმება.­