Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი მაისში გაყიდვების 48.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საინვესტიციო ბანკის განმარტებით, 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული.
ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, 2025 წლის ხუთ თვეში, გაყიდვები გასული წლის ხუთი თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. აქვე აღსანიშნავია, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებზე მოდის.
2025 წლის ხუთ თვეში, უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი 77%-ს შეადგენს. ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა, რაც უცხოელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უცხოელებიდან მეორე ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, რომლებზეც გაყიდულები ბინების 2% მოდის.