„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა დათვების ტყის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა დათვების ტყის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

კრედო ბანკი აგრძელებს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიციატივების განხორციელებას, რომლის მიზანი ქვეყნის განვითარებასა და საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნვაა.

სწორედ ამ მიზანს ეხმიანება “მწვანე ანაბარი” – პროექტი, რომლის ფარგლებში კრედო ბანკი მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების დასუფთავებაზე ზრუნავს.

როგორ იქცა ანაბარი მწვანე ინიციატივად?

დღეს ეკოლოგიური კრიზისი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარემოზე ზრუნვა აღარ არის მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება – ის აუცილებლობად იქცა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ კრედო ბანკი აგრძელებს ინიციატივას, რომელიც საზოგადოებისთვის ქმნის შესაძლებლობას, მარტივად და ეფექტიანად ჩაერთოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

„მწვანე ანაბარი“ იძლევა შესაძლებლობას:

  • საიმედოდ შეინახოთ და დააგროვოთ თქვენი დანაზოგი;
  • მიიღოთ მაღალი სარგებელი;
  • იზრუნოთ გარემოზე.

გარემოსდაცვით ინიციატივაში მომხმარებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:

✔️ ალდაგი
✔️ ირაო
✔️ არდი
✔️ Noventiq Georgia
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ Itera ჯგუფი
✔️ RS Line
✔️ ეკო ვუდი

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დათვების ტყის დასუფთავების აქცია, რომელიც გარემოსდაცვითი მოძრაობა „Let’s Do It საქართველო“-ს ჩართულობით განხორციელდა. მანამდე კი წარმატებით ჩატარდა საბადურის ტყის დასუფთავების აქცია.

კრედო ბანკი განაგრძობს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

S