მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას - დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას - დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

განათლება არის ძალა, რომელიც ქმნის ქვეყნის პროგრესულ მომავალს. სწორედ ამიტომ წლებია, საქართველოს ბანკი ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან და მუდმივად ეძებენ განვითარების გზას. პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლებით, სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტი 2023 წლიდან დაიწყო და მას  უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.

წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, დავით ეგოიანმა, საკუთარი ისტორია, შთაბეჭდილებები და რჩევები გაგვიზიარა.

დავითი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი კურსის სტუდენტია. მას თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი და ინოვაციური პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა: 

ეს მიმართულება ავირჩიე, რადგან პატარა ასაკიდანვე დავინტერესდი პროგრამირებით და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომლის კეთებაც არასოდეს მომბეზრდებოდა. სამომავლოდ მინდა, რომ სწავლა საზღვარგარეთ  გავაგრძელო, და მონაცემთა მეცნიერება პროფესიონალურად შევისწავლო. მაქვს ამბიცია, საუკეთესო ვიყო ჩემს სფეროში. იმასაც ვიაზრებ, რომ ამისთვის ბევრი შრომა, სწავლა და ძიება დამჭირდება. მგონია, რომ წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა და თავგადასავლი მელის.”

დავითი მომავალ კონკურსანტებს ურჩევს, იყვნენ თავდაჯერებულები და აუცილებლად სცადონ კონკურსში მონაწილეობა. დავითს სჯერა რომ საკუთარი თავის რწმენისა და გულწრფელობის გარეშე წინსვლა შეუძლებელია: 

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, დაფიქრდნენ, რისი კეთება მოსწონთ, რა გამოსდით ყველაზე უკეთ და გულწრფელად მიიტანონ სათქმელი ჟიურის წევრებამდე. შეიძლება, პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ წინ მთელი ცხოვრებაა, მცდელობა, ძიება და შრომა ბოლოს აუცილებლად მოიტანს წარმატებას.”

საქართველოს ბანკი საგანამანათლებლო შესაძლებლობების შექმნას პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის მომავალშიც განაგრძობს. თუ შენც არ ჩერდები და მუდმივად ფიქრობ განვითარებაზე, ცოდნასა და ხარისხიან განათლებაზე, გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს, გამოსცადე საკუთარი თავი და დაიფინანსე სწავლა საქართველოს ან უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. დეტალურ ინფორმაცის სტიპენდიების შესახებ ამ გვერდზე იპოვი.