ტრამპი Fed-ის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს - თეთრი სახლი

ტრამპი Fed-ის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს - თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს, რომელიც ვაშინგტონში Fed-ის სათავო ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვას უკავშირდება. ამის შესახებ სამშაბათს თეთრი სახლის სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

პოტენციურ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ტრამპმა პირველად სოციალურ ქსელში გააჟღერა. ეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით ზეწოლას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Fed-ის მიერ ორ ისტორიულ შენობაში მიმდინარე სარემონტო პროექტებს იკვლევენ და მიაჩნიათ, რომ არასწორმა ზედამხედველობამ და შესაძლო თაღლითურმა ქმედებებმა ხარჯები უსაფუძვლოდ გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი დაახლოებით ორი კვირის წინ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც პაუელს შეხვდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამასთან, პირისპირ შეხვედრისას მის წინააღმდეგ ბრალდებები არაერთხელ გაიმეორა.

Fed-ის დოკუმენტების მიხედვით, სარემონტო ხარჯები, რომლებიც თავდაპირველად 1.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა 2.4 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. მისი თქმით, დამატებითი ხარჯები ძირითადად სამუშაო ძალისა და მასალების გაძვირებამ, ასევე მოულოდნელმა გამოწვევებმა — მათ შორის აზბესტის მოხსნის აუცილებლობამ — გამოიწვია.