საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ოლივიე კურტო, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან, მანამდე ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. მან იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ-დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე“, – ვკითხულობთ საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით ოლივიე კურტო მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები: საპატიო ლეგიონის კავალერი; ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე კურტომ შერაზ გასრი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2022 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

„ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!“, – თქვა შერაზ გასრიმ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში.