ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში პარტნიორების მიერ დაფინანსებული შეიარაღების გასაგზავნად ემზადება. ეს მოკავშირეებთან ერთად შემუშავებული, ახალ ფინანსურ მოდელზე შეთანხმების შემდეგ გამოყოფილი პირველი პაკეტია.
ახალი მექანიზმის ფარგლებში, აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას ამერიკული მარაგებიდან შეიარაღებას გაუგზავნიან და მისი შესყიდვისთვის ნატოს წევრი სახელმწიფოების ფინანსებს გამოიყენებენ.
ანონიმური წყაროების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა PURL-მექანიზმის ფარგლებში მწვანე შუქი ორი $500-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას აუნთო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისათვის $10 მილიარდამდე ღირებულების შეიარაღების გადაცემას გეგმავს.
ანონიმური წყაროები არ ასახელებენ იმ შეიარაღების ჩამონათვალს, რომელთა უკრაინელებისათვის აშშ-ისგან შესყიდვის ნებართვაც ევროპელებს მიეცათ, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ პაკეტში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც შევა, რომელთა ნაკლებობასაც უკრაინა განიცდის. შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათი ამუნიცია და საარტილერიო დანადგარები უკრაინისათვის მთავარ საჭიროებას წარმოადგენს.