რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი აეროპორტი?

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი აეროპორტი?

საჰაერო მიმოსვლა კონტინენტებს შორის კავშირის შენარჩუნების მნიშვნელოვანი და სწრაფი გზაა. ის აძლიერებს საერთაშორისო ვაჭრობას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ერებს შორის კულტურულ ურთიერთობებს.

საჰაერო მიმოსვლა კი წარმოუდგენელია საავიაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, რაზეც გავლენას ახდენს გეოგრაფია, ეკონომიკის ზომა და ისტორიული განვითარება. The World Factbook-ის 2025 წლის მონაცემების საფუძველზე, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი აეროპორტი მდებარეობს.

აეროპორტების რაოდენობით მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები დიდი უპირატესობით ლიდერობს. ეს მისი ზომის, მრავალფეროვანი გეოგრაფიისა და რეგიონული საჰაერო მოგზაურობის მდიდარი ისტორიის დამსახურებაა. მცირე ადგილობრივი ასაფრენი ბილიკებიდან დაწყებული, მსხვილი საერთაშორისო ჰაბებით დამთავრებული, მას სამჯერ მეტი აეროპორტი აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ბრაზილიას.

კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 წლის მონაცემებით, 16,116 აეროპორტი მდებარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში მსოფლიოში მდებარე აეროპორტების 34.1%-ია თავმოყრილი. რაც შეეხება ბრაზილიას, მისი წილი 11.2%-ს შეადგენს და იქ საერთო ჯამში 5,297 აეროპორტია.

მოსახლეობისა და გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, გასაკვირად დაბალია ჩინეთის აეროპორტების რაოდენობა. აზიურ სახელმწიფოში, ბოლო მონაცემებით, 552 აეროპორტია. ეს ჩინეთის ათეულში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ქვეყნის მაღალსიჩქარიან რკინიგზაზე ფოკუსირებაა. 2023 წლის მონაცემებით, ჩინეთის სარკინიგზო ქსელმა 45,000 კილომეტრს მიაღწია. ეს რკინიგზები ქმნის მრავალ რეგიონულ და საქალაქთაშორისო მარშრუტს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოკლე დისტანციის ავიარეისებით იქნებოდა ჩანაცვლებული. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ ჩინეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული მის აღმოსავლეთ პროვინციებში.

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი აეროპორტია:
ადგილიქვეყანააეროპორტების რაოდენობარეგიონიწილი მსოფლიოში
1აშშ16,116ამერიკა34.1%
2ბრაზილია5,297ამერიკა11.2%
3ავსტრალია2,257აზია და ოკეანია4.8%
4მექსიკა1,580ამერიკა3.3%
5კანადა1,459ამერიკა3.1%
6საფრანგეთი1,218ევროპა2.6%
7დიდი ბრიტანეთი1,057ევროპა2.2%
8რუსეთი905ევროპა1.9%
9გერმანია840ევროპა1.8%
10არგენტინა764ამერიკა1.6%