Irakli Emiridze • Alpha Architecture–ის მიერ „Alliance Group“-ისთვის შექმნილი არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ფესტივალის, World Architecture Festival (WAF)-ის ფინალშია წარდგენილი.
WAF მიიჩნევა არქიტექტურის “ოსკარად” და არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ამ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ნომინანტებს შორის სხვადასხვა დროს დასახელებულან ისეთი გლობალური არქიტექტურული კომპანიები როგორებიცაა: Zaha Hadid Architects და Foster + Partners, რაც ხაზს უსვამს Alpha Architecture-ის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობას.
ეს აღიარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული არქიტექტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით.
S











