ბრენდები, რომელთა ღირებულება 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

ბრენდები, რომელთა ღირებულება 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2025 წელს ბრენდები კიდევ უფრო გააძლიერეს და მათი ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდეს. ამას ხელი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციებმა, ციფრული ეკოსისტემის გაფართოებამ და ინვესტორთა ნდობის ზრდამ შეუწყო.

Brand Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ბრენდს, რომლებმაც 2024-2025 წლებში ღირებულებას ყველაზე მეტი შემატეს. 2024 წელთან შედარებით ამ 10 ბრენდის ღირებულება 450 მილიარდ დოლარზე მეტით არის გაზრდილი. სიაში კი ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ.

რეიტინგის ლიდერი Microsoft-ია, რომლის ბრენდის ღირებულება ერთ წელში 120.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს ზრდა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, მათ შორის Copilot-ის, დანერგვით იყო განპირობებული.

მას რეიტინგში სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები – Google-ი და Apple-ი – მოჰყვებიან, რომლებმაც ბრენდის ღირებულება, შესაბამისად, 79.5 მილიარდი და 57.9 მილიარდი დოლარით გაზარდეს. Google-მა სარეკლამო შემოსავლების ძლიერი ზრდით ისარგებლა, Apple-მა კი გაფართოებული სერვისებისა და პროდუქტების ეკოსისტემის წყალობით მდგრადობა შეინარჩუნა.

სიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი Nvidia-ა, რომლის ღირებულება 2024 წელთან შედარებით 43.4 მილიარდი დოლარით, 97.5%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიებში თავისი დომინირება განამტკიცა.

საცალო ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Walmart-მა და Amazon-მა. Amazon-მა, რომელიც თავისი ბიზნესების ქოლგის ქვეშ აერთიანებს როგორც ტექნოლოგიებს, ასევე საცალო ვაჭრობას, ბრენდის ღირებულება 47.5 მილიარდი დოლარით გაზარდა. Walmart-ის ბრენდის ღირებულება კი 40.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა TikTok-ის შემთხვევაშიც (21.6 მილიარდი დოლარი).

კომპანიაბრენდის ღირებულების ზრდა 2024–2025 ($)ბრენდის ღირებულება 2024 ($)ბრენდის ღირებულება 2025 ($)
Microsoft+120.6 მლრდ340.4 მლრდ461.1 მლრდ
Google+79.5 მლრდ333.4 მლრდ413.0 მლრდ
Apple+57.9 მლრდ516.6 მლრდ574.5 მლრდ
Amazon+47.5 მლრდ308.9 მლრდ356.4 მლრდ
NVIDIA+43.4 მლრდ44.5 მლრდ87.9 მლრდ
Walmart+40.3 მლრდ96.8 მლრდ137.2 მლრდ
TikTok / Douyin+21.6 მლრდ84.2 მლრდ105.8 მლრდ
Facebook+15.7 მლრდ75.7 მლრდ91.5 მლრდ
State Grid Corporation of China+14.5 მლრდ71.1 მლრდ85.6 მლრდ
Bank of China+13.4 მლრდ50.5 მლრდ63.8 მლრდ