რამდენს ხარჯავს NATO თავდაცვით ტექნოლოგიებზე?

რამდენს ხარჯავს NATO თავდაცვით ტექნოლოგიებზე?

თანამედროვე სამხედრო ძალებისთვის თავდაცვითი ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სპეციალიზებული და მოწინავე აღჭურვილობა, მათ შორის სენსორები, რადარები, ქსელური სისტემები და ხელოვნური ინტელექტიც კი, დღეს ბრძოლის ველზე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება, რასაც რუსეთ-უკრაინის ომიც ცხადყოფს.

ამის ფონზე, საინტერესოა, როგორ ზრუნავს მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსი, NATO, თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებაზე და რამდენს ხარჯავენ მისი წევრი სახელმწიფოები ამ მიმართულებით. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი Visual Capitalist-მა შემოგვთავაზა, რისთვის Global X ETFs-ის მონაცემები გამოიყენა.

2014 წლის NATO-ს სამიტზე, რომელიც უელსში, ნიუპორტში გაიმართა, წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვით ბიუჯეტში მინიმუმ 20% ახალი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება-შეძენაზე დაეხარჯათ.

2024 წლის სამხედრო ბიუჯეტების ანალიზით შეგვიძლია დაახლოებით განვსაზღვროთ, რამდენს ხარჯავს თავდაცვით ტექნოლოგიებზე NATO-ს თითოეული წევრი სახელმწიფო.

თუ ალიანსის ყველა წევრი სრულად შეასრულებდა აღებულ ვალდებულებას, მაშინ თავდაცვით ტექნოლოგიებზე NATO-ს ქვეყნების საერთო დანახარჯი 2024 წელს დაახლოებით 290 მილიარდ დოლარს გაუტოლდებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

ანალიზის თანახმად, აშშ აღნიშნული დანახარჯის 66%-ს უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას NATO-ს ტექნოლოგიური განვითარების მთავარ ფინანსურ ძალად აქცევს. თავდაცვით ტექნოლოგიებზე დანახარჯებით მეორე ადგილს გერმანია იკავებს, მესამე პოზიციაზე კი გაერთიანებული სამეფოა.

NATO-ს წევრი ქვეყნების დანახარჯები თავდაცვით ტექნოლოგიებზე 2024 წლის მიხედვით:

ქვეყანახარჯი (მილიარდი)
აშშ$193.6
გერმანია$17.2
გაერთიანებული სამეფო$16.2
საფრანგეთი$12.8
იტალია$7.0
პოლონეთი$5.6
კანადა$5.4
ნიდერლანდები$4.7
ესპანეთი$3.9
თურქეთი$2.9
შვედეთი$2.5
ნორვეგია$2.0
რუმინეთი$1.8
ბელგია$1.7
საბერძნეთი$1.6
ფინეთი$1.4
ჩეხეთი$1.3
უნგრეთი$1.1
დანია$1.1
პორტუგალია$0.6
სლოვაკეთი$0.6
ლიტვა$0.5
ბულგარია$0.5
ესტონეთი$0.3
ლატვია$0.3
ხორვატია$0.3
სლოვენია$0.2
ლუქსემბურგი$0.1
ალბანეთი$0.1
ჩრდილოეთი მაკედონია$0.1
მონტენეგრო$0.1
ისლანდია$0.01