მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად

Numbeo-მ ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2025 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქონლის, მომსახურებისა და ქირის ფასებს ნიუ-იორკთან შედარებით (საბაზისო 100) ზომავს. მაგალითად, თუ ქვეყანას ინდექსში 80 ქულა აქვს მინიჭებული, ეს მიუთითებს, რომ იქ ფასები 20%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.

ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნების სათავეში კაიმანის კუნძულებია (94.3). ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც დიდწილად შემოსავლიან ინდუსტრიებზეა დაფუძნებული, მათ შორისაა: ოფშორული ფინანსები, უძრავი ქონება და ტურიზმი. ეს სექტორები მდიდარ მაცხოვრებლებსა და ინვესტორებს იზიდავს. საცხოვრებელსა და მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა კი კაიმანის კუნძულებზე ცხოვრების ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე ევროპისა და აზიის ძლიერი ეკონომიკები, შვეიცარია (82.3) და სინგაპური (80.9) არიან. ამ ქვეყნებს განვითარებული ეკონომიკა, მაღალი ხელფასები, პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტი გამოარჩევს, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იქ სამომხმარებლო ფასები გაცილებით მაღალია.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირი ქვეყანა:

ადგილიქვეყანაინდექსი
1კაიმანის კუნძულები94.3
2შვეიცარია82.3
3სინგაპური80.9
4ისლანდია75.2
5ბაჰამის კუნძულები68.7
6ჰონგ-კონგი65.6
7გერნსი62.5
8ლუქსემბურგი62.4
9ირლანდია57.0
10ნორვეგია56.8

თუ სიის პირველ ათეულში შემავალ ქვეყნებში ცხოვრება ძალიან ძვირია, ინდექსის ბოლოს სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს: მაგალითად, პაკისტანში, ლიბიასა და ავღანეთში ცხოვრება ნიუ-იორკზე დაახლოებით 88-90%-ით იაფია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ღირებულების 2025 წლის ინდექსში საქართველო 97-ე ადგილს იკავებს. მას, მონღოლეთის მსგავსად, 23.2 ქულა აქვს მინიჭებული. Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში ცხოვრება თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაზე იაფია. ამავე ინდექსში რუსეთს 26.5 ქულა აქვს მინიჭებული, თურქეთს – 27.9, სომხეთს – 29.7, ხოლო აზერბაიჯანს – 20.7.