ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი პატიმარია

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი პატიმარია

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათ შორის მოსახლეობის თანაფარდობის გათვალისწინებითაც. ზოგიერთ სახელმწიფოში მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, გეოპოლიტიკური გარემო, სასამართლო სისტემის პრობლემები და სოციალური ფონი განაპირობებს იმას, რომ ციხეებში მყოფ ადამიანთა რაოდენობა ძალიან მაღალია.

Prison Policy Initiative-ის თანახმად, პატიმრების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ციხეებში სასჯელს 1.7 მილიონი ადამიანი იხდის. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, მისი პატიმრების რაოდენობა ორჯერ აღემატება რუსეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ერთად აღებულ მაჩვენებელს.

ამ მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ, თუმცა პატიმრობის კოეფიციენტით ის მსოფლიოში ოთხეულში შედის – 100,000 მოსახლეზე 614 პატიმარი ჰყავს. აშშ-ში ცალკე აღსანიშნავია ლუიზიანა, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1,067-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად შტატი დამოუკიდებელ ქვეყანად რომ ჩაითვალოს, მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნებოდა.

რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს, აზიური ქვეყნის ციხეებში სასჯელს მთლიანობაში თითქმის 2 მილიონი ადამიანი იხდის. ჩინეთი სახელმწიფო კონტროლის ძლიერი სისტემით, პოლიტიკური რეპრესიებით და უმცირესობებზე მაღალი ზეწოლით არის ცნობილი.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაახლოებით 664 000 პატიმარია. ქვეყნის ციხეები მაღალი დატვირთულობით არის ცნობილი – რიო-დე-ჟანეიროს ზოგიერთი დაწესებულება თითქმის 190%-ით არის დატვირთული.

პატიმრების რაოდენობით ხუთეულში ხვდება რუსეთი, რომლის ციხეებშიც სასჯელს დაახლოებით 356 000 ადამიანი იხდის. ეს ქვეყანა პოლიტიკური დევნის მაღალი მაჩვენებლით, სახელმწიფო კონტროლის მკაცრი მექანიზმებითა და კორუმპირებული სასამართლო სისტემით არის ცნობილი.

ადგილიქვეყანაპატიმრობის მაჩვენებელი 100,000 ადამიანზეპატიმართა სავარაუდო რაოდენობა
1ჩინეთი1651,952,658
2აშშ6141,726,496
3ბრაზილია390664,204
4ინდეთი41448,400
5რუსეთი300356,201
6თურქეთი366245,864
7ტაილანდი377230,337
8ინდონეზია93198,793
9მექსიკა174171,890
10ირანი228161,924
11ფილიპინები162135,368
12სამხრეთი აფრიკა258122,394
13ვიეტნამი135104,671
14ეგვიპტე11691,933
15არგენტინა25490,993
16გაერთიანებული სამეფო14683,701
17კოლუმბია19883,487
18ეთიოპია9979,673
19მაროკო27076,464
20მიანმარი18375,499
21კუბა79473,846
22პერუ27772,063
23ალჟირი21770,777
24ბანგლადეში5062,492
25საფრანგეთი10962,357
26პოლონეთი19961,974
27პაკისტანი3860,455
28მალაიზია21760,350
29რუანდა63756,885
30საუდის არაბეთი20755,667
31იტალია10554,570
32ერაყი17952,267
33ელ-სალვადორი1,08651,758