ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია დღითიდღე იზრდება, თუმცა TEMPO საკუთარ იდენტობას ინოვაციით, ეკოლოგიური მიდგომებითა და ადამიანზე ორიენტირებული არქიტექტურით ინარჩუნებს. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ქრისტინა აფაქიძე ბრენდის ფილოსოფიაზე, ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტ Serenade-სა და იმ ხედვაზე გვესაუბრა, რომელიც ურბანულ განვითარებაში TEMPO-ს როლსა და მომავალს განსაზღვრავს.
ავტორი: იზა გვარამაძე
ქრისტინა, პირველ რიგში, როგორ აღწერთ TEMPO-ს მთავარ ფილოსოფიას და იმ ღირებულებებს, რომლებიც კომპანიის პროექტებს უდევს საფუძვლად?
TEMPO-ს მთავარი ღირებულებები – ინოვაცია, პროგრესი, პასუხისმგებლობა და კავშირი – ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ჩვენი პროექტები დგას.
ჩვენი ფილოსოფია იწყება აღიარებით, რომ უძრავი ქონება მხოლოდ ფიზიკური სივრცე არაა – ეს არის ადამიანების ემოციების, უსაფრთხოების განცდის, სტაბილურობისა და უკეთესი მომავლის ინვესტიცია.
TEMPO-ს მისიაა არა მხოლოდ დავაკმაყოფილოთ თანამედროვე სტანდარტები, არამედ დავამკვიდროთ ახალი ხედვა უძრავი ქონების ბაზარზე.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარე პროექტია Serenade by Tempo – როგორ დაიბადა იდეა და რა იყო მის კონცეფციაზე მუშაობისას ინსპირაცია?
Serenade By Tempo-ს იდეა დაიბადა სურვილიდან, შეგვექმნა სივრცე, რომელიც ქალაქის დინამიკას და ბუნების სიმშვიდეს აერთიანებს.
ლოკაციამ — ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ და მზარდ უბანში, ჩვენი პირველი პროექტის Queen’s Residence-ის გვერდით — ბუნებრივად განსაზღვრა კონცეფცია და შექმნა საფუძველი Serenade-ისთვის.
პროექტზე მუშაობისას ინსპირაცია ყოველ დეტალში კომფორტის, ესთეტიკისა და ფუნქციურობის სინთეზი იყო.

პროექტმა მიმდინარე წელს Luxury Lifestyle Awards-ის ჯილდო მოიპოვა – რას ნიშნავს ეს აღიარება? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს წარმატება?
Serenade-ის გამარჯვება Luxury Lifestyle Awards-ზე — როგორც „დიზაინზე ორიენტირებული საუკეთესო საცხოვრებელი პროექტი საქართველოში“ — არის ნათელი დასტური იმისა, რომ TEMPO არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ გლობალურ დონეზეც ნერგავს ახალ სტანდარტებს.
პროექტს გამოარჩევს ბუნებრივად მწვანე ფასადი და რეგიონში პირველი ,,ინფინიტი’’-ტიპის აუზი. ამასთან ერთად, მისი წარმატება აპარტამენტების პერსონალიზებულმა დიზაინმა განაპირობა.
Serenade by Tempo-ს ორი სრულიად განსხვავებული დიზაინ-ფილოსოფიის — SOL-ისა და LUNA-ს — მისიაა, შეიქმნას არა „ერთგზის გადაწყვეტა“, არამედ მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი:
SOL-ი — ნათელი, ჰაეროვანი და თანამედროვე, მინიმალიზმის მოყვარულებისთვის;
LUNA — ღრმა, ელეგანტური ტონებით, თბილი ტექსტურებით და მშვიდი ატმოსფეროთი.
უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ Serenade-ი გამოირჩევა ბუნებრივი გამწვანების ელემენტებითა და ავტომატური სარწყავი სისტემით — როგორ უზრუნველყოფს ეს გადაწყვეტა მცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და როგორ ეხმარება გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას?
Serenade-ის გარე მწვანე ფასადი ბუნების სილამაზისა და სრულყოფილების ანარეკლია.
პროექტის შექმნისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურასთან ერთად ბუნებაც გახდეს სივრცის ორგანული ნაწილი. ფასადზე შერჩეული მცენარეები არა მხოლოდ ესთეტიკურ ხიბლს მატებენ შენობას, არამედ გარემოს სიჯანსაღის, სიმშვიდისა და ჰარმონიის ენერგიით ავსებენ.
შენობის მწვანე ფასადზე იმუშავეს ცნობილმა ქართველმა ფლორისტებმა და ექსპერტებმა, რომლებმაც თავად შეარჩიეს მცენარეები და მათი მოვლის მეთოდი შეიმუშავეს. ავტომატური სარწყავი სისტემა მცენარეების სრულყოფილ მოვლას და წყლის ეკონომიურად გამოყენებას უზრუნველყოფს, რაც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს.
როგორც აღნიშნეთ, კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „ინფინიტი“–აუზი სახურავზე — შეგიძლიათ უფრო მეტი გვიამბოთ ამ სივრცის კონცეფციასა და მის მნიშვნელობაზე პროექტის საერთო კონტექსტში?
Serenade by Tempo-ს „ინფინიტი“-აუზი კომპლექსის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ სივრცეს წარმოადგენს.
ეს არის რეგიონის პირველი, სახურავზე განთავსებული „ინფინიტი“-ტიპის აუზი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პანორამა — შავი ზღვის, მთებისა და ქალაქის ხედებით.

„ინფინიტი“-აუზი გარშემორტყმულია დახვეწილი გადადინების სისტემით, რომელიც წყლის მუდმივ სისუფთავეს და მის მშვიდ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ტექნიკური გადაწყვეტები, მათ შორის სპეციალური ფილტრაციის სისტემა და აკუსტიკური იზოლაცია, მაქსიმალურად ამცირებს ხმაურსა და ენერგიის დანახარჯს, რაც კიდევ უფრო ზრდის სივრცის კომფორტს და ეკოლოგიურ მდგრადობას.
აღსანიშნავია, რომ აუზის ზონამდე მისვლა შესაძლებელი იქნება პანორამული ლიფტით, რომელიც თავად წარმოადგენს გამოცდილების ნაწილს.
როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი, როგორ აფასებთ TEMPO-ს ბრენდის პოზიციონირებას და მის განვითარებას ადგილობრივ ბაზარზე?
დღეს TEMPO პოზიციონირებულია როგორც ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, ხარისხსა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებს აერთიანებს.
სწორედ ამის პასუხია ჩვენი უახლესი პროექტის, Serenade by Tempo-ს ბუნებრივად მწვანე ფასადი, თვითირიგაციის სისტემით და რეგიონის პირველი ,,ინფინიტი’’ -აუზი.
უძრავი ქონების კონკურენტულ ბაზარზე TEMPO ორიენტირებულია გრძელვადიან ხედვაზე, რაც პროდუქტის დიზაინსა და კომუნიკაციაშიც აისახება.
ბოლო წლებში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სწრაფად ვითარდება. როგორ აღწერთ მიმდინარე ტენდენციებს და რა არის TEMPO-ს მთავარი უპირატესობა ამ კონკურენტულ გარემოში?
TEMPO-ს მთავარი უპირატესობა სწორედ ჩვენს უნიკალურ, მრავალშრიან მიდგომაში მდგომარეობს: ინოვაციას ვნერგავთ არა მხოლოდ არქიტექტურასა და დიზაინში, არამედ მთელ ეკოსისტემაში. ამას ემატება ფინანსური და ტექნოლოგიური განვითარება, მათ შორის კრიპტოვალუტით უსაფრთხო და სამართლებრივი გადახდის სისტემა.

ბაზრის განვითარებასთან ერთად, ბათუმის მიმართ ინვესტორების ინტერესი სულ უფრო იზრდება — როგორ ხედავთ TEMPO-ს მომავალს ამ ტენდენციის ფონზე?
ეს ტენდენცია საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ მასშტაბები და განვავითაროთ საერთაშორისო სტანდარტის პრემიუმ-ხარისხის პროექტები, რომლებიც ინვესტორების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს.
ინვესტორთათვის ასევე განსაკუთრებით მიმზიდველია Serenade-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უკუგება ბაზარზე. პროექტის სტაბილური და მაღალი შემოსავალი კომფორტული და უსაფრთხო ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა და ინვესტორებს ბათუმის უძრავი ქონების მზარდ ბაზარზე სარგებლის მიღებაში ეხმარება.
ბოლოს, ხშირად გვესმის, რომ ბათუმში განაშენიანება ქაოსურად მიმდინარეობს, რაც ქალაქის იერსახეს არღვევს. როგორ ცდილობს TEMPO გარემოსთან ჰარმონიის შენარჩუნებას თავისი პროექტების, მათ შორის Serenade-ის განხორციელებისას?
TEMPO-ს მიზანია, შექმნას თანამედროვე და გონივრულად დაგეგმილი სივრცეები, რომლებიც ქალაქის იერსახესა და გარემოსთან ჰარმონიას ინარჩუნებს. ჩვენი პროექტები, მათ შორის Serenade-ი, ეფუძნება ტექნოლოგიურ განვითარებასა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, რაც ქალაქის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
ახალი ბულვარის ზონის პარალელურად, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც მალე ბათუმის ისტორიულ ნაწილში განთავსდება და ჩვენი ურბანული ხედვისა და ქალაქის განვითარების კონცეფციის ნათელი მაგალითი იქნება.
S









