მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გლობალურად იმპორტირებული საქონლის 13%-ზე მეტს ამერიკის შეერტებული შტატები ყიდულობს. 2024 წლის მაჩვენებლებით, აშშ-მა 3.4 ტრილიონ დოლარის საქონლის იმპორტი განახორციელა.
ამერიკის მიერ იმპორტირებულ საქონელს შორისაა სამრეწველო მასალებიდან დაწყებული, როგორიცაა სპილენძი და მანქანა-დანადგარები, სამომხმარებლო საქონელით დასრულებული.
უფრო კონკრეტულად, უმსხვილეს იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის არის ფარმაცევტული პროდუქტები და ავტომობილები. აშშ-ში იმპორტში ყველაზე მაღალი წილით მექსიკა და კანადა გამოირჩევიან. მათი ერთობლივი წილი აშშ-ის იმპორტში 28.1%-ს შეადგენს, ხოლო ევროკავშირისა და ჩინეთის წილი, შესაბამისად, 18.5% და 13.4%-ს უტოლდება.
გლობალურ ვაჭრობაში აშშ-ის მთავარი კონკურენტი ჩინეთი 2.6 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული საქონლით სიაში მეორე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ სიაში ინდოეთი მერვე ადგილზეა წარმოდგენილი 718 მილიარდი დოლარის იმპორტირებული საქონლით. ქვეყანამ გასულ წელს იმპორტის კუთით წლიური 7%-იანი ზრდა აჩვენა, რაც, თავის მხრივ, მისი ძლიერი ეკონომიკური ზრდის შედეგია.
ინდოეთის სამი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2024 წელს ჩინეთი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საამიროებიდან ინდოეთში საქონლის იმპორტი 34%-ით გაიზარდა.
იმპორტის მაჩვენებლის ყველაზე სწრაფი ზრდა ვიეტნამის შემთხვევაში დაფიქსირდა. ქვეყანაში იმპორტი წლიურად 17%-ით გაიზარდა. მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები 16%-იანი ზრდით, რაც ოქროსა და ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
| რეიტინგი | ქვეყანა | იმპორტირებული საქონლის ღირებულება 2024 წელს (მლრდ) | გლობალური წილი | წლიური ცვლილება |
|---|---|---|---|---|
| 1 | აშშ | $3,359 | 13.6% | 6% |
| 2 | ჩინეთი | $2,585 | 10.4% | 1% |
| 3 | გერმანია | $1,422 | 5.7% | -3% |
| 4 | გაერთიანებული სამეფო | $816 | 3.3% | 3% |
| 5 | ნიდერლანდები | $814 | 3.3% | -3% |
| 6 | საფრანგეთი | $750 | 3.0% | -5% |
| 7 | იაპონია | $743 | 3.0% | -5% |
| 8 | ინდოეთი | $718 | 2.9% | 7% |
| 9 | ჰონგ-კონგი | $704 | 2.8% | 8% |
| 10 | მექსიკა | $644 | 2.6% | 4% |
| 11 | სამხრეთი კორეა | $632 | 2.5% | -2% |
| 12 | იტალია | $615 | 2.5% | -4% |
| 13 | კანადა | $574 | 2.3% | 1% |
| 14 | არაბთა გაერთ. საამიროები | $544 | 2.2% | 16% |
| 15 | ბელგია | $514 | 2.1% | -7% |
| 16 | ესპანეთი | $472 | 1.9% | 0% |
| 17 | სინგაპური | $459 | 1.9% | 8% |
| 18 | ტაივანი | $401 | 1.6% | 12% |
| 19 | ვიეტნამი | $381 | 1.5% | 17% |
| 20 | პოლონეთი | $379 | 1.5% | 2% |
| 21 | შვეიცარია | $369 | 1.5% | 1% |
| 22 | თურქეთი | $344 | 1.4% | -5% |
| 23 | ტაილანდი | $307 | 1.2% | 6% |
| 24 | მალაიზია | $300 | 1.2% | 13% |
| 25 | რუსეთი | $300 | 1.2% | -1% |
| 26 | ავსტრალია | $296 | 1.2% | 3% |
| 27 | ბრაზილია | $278 | 1.1% | 10% |
| 28 | ინდონეზია | $234 | 0.9% | 5% |
| 29 | ჩეხეთი | $233 | 0.9% | 0% |
| 30 | საუდის არაბეთი | $233 | 0.9% | 12% |










