ვერცხლის ფასმა უნციაზე $100-ს პირველად გადააჭარბა 

ვერცხლის ფასმა უნციაზე $100-ს პირველად გადააჭარბა 

ცოტა ხნის წინ ვერცხლის ფასმა უნციაზე 100 დოლარს ისტორიაში პირველად გადააჭარბა. ფასის მკვეთრი ზრდა ძლიერი მოთხოვნითა და აქტიური შესყიდვებით არის განპირობებული.

ინვესტორები ვერცხლში, ოქროს მსგავსად, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირების მოლოდინში უსაფრთხო აქტივს ხედავენ.

ვერცხლის ფასის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გასული წლის იანვარში პრეზიდენტის პოსტზე მოვალეობის შესრულებას მეორედ შეუდგა. ამ პერიოდიდან დღემდე ვერცხლი 200%-ზე მეტით არის გაძვირებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ზრდას დამატებით ხელს უწყობს ლითონის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებული სირთულეები და ბაზარზე არსებული სტაბილური მიწოდების დეფიციტი.