ცნობილი სახეები Forbes-ის 2026 წლის მილიარდერების რეიტინგში

ცნობილი სახეები Forbes-ის 2026 წლის მილიარდერების რეიტინგში

ფოტო: illustration by Neil Jamieson for Forbes

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრე $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება. ამ ზღვრის გადაკვეთა წლევანდელ სიაში 20-მა მილიარდერმა შეძლო.

გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. მიმდინარე წლის რეიტინგში რეკორდული რაოდენობის ცნობადი სახეები მოხვდნენ. 2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით, მილიარდერის სტატუსს 22 ცნობადი სახე ფლობს, რომელთა კოლექტიური ქონება ასევე ყველა დროის მაქსიმუმს, $48.1 მილიარდს აღწევს. შედარებისთვის, 2025 წლის სიაში 18 ასეთი პირი გვხვდებოდა, დაახლოებით $39 მილიარდის კოლექტიური სიმდიდრით.

2026 წლის სიის ახალწვეულებს შორის არიან შოუბიზნესის, კინოსა და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. მათ შორისაა ბიონსე, რომელმაც მილიარდერის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. პოპვარსკვლავის „Cowboy Carter Tour“-ის 32-კონცერტიანმა ტურნემ $407.6 მილიონი გამოიმუშავა და ქანთრის ჟანრში, Billboard Boxscore-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნე გახდა. ეს წარმატება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბიონსე მილიარდერი გამხდარიყო. მის გარდა, ათნიშნა ქონების მქონე მუსიკოსებს შორის არიან ტეილორ სვიფტი, რიანა, ბრიუს სპრინგსტინი და ჯეი-ზი.

ახალწვეულთა შორისაა „დიდი სლემის“ 20-გზის გამარჯვებული და ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. ასევე, კანადელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი, რომელმაც მილიარდერის სტატუსი გასული წლის დეკემბერში, „ავატარის“ მესამე ნაწილის დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა.

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგში ცნობად სახეებს შორის პირველ ადგილს DreamWorks-ის თანადამფუძნებელი და კინორეჟისორი, სტივენ სპილბერგი ($7.1 მილიარდი) იკავებს. მეორე ადგილზე ჯორჯ ლუკასია, რომელმაც 2012 წელს თავისი პროდაქშენი, Lucasfilm-ი, $4 მილიარდად (ნაღდი ფულისა და აქციების სახით) Disney-ს მიჰყიდა და მას შემდეგ ძირითადად ქველმოქმედებითაა დაკავებული. სამეულს კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ასრულებს, რომლის ქონებასაც Forbes-ი $4.3 მილიარდად აფასებს.

2026 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ცნობილი სახეები

#1 სტივენ სპილბერგი
ქონება: $7.1 მლრდ
ასაკი: 79
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Matzka/picture alliance via Getty Images

#2 ჯორჯ ლუკასი
ქონება: $5.2 მლრდ
ასაკი: 81
მოქალაქეობა: აშშ

Lionel Hahn/Getty Images

#3 მაიკლ ჯორდანი 
ქონება: $4.3 მლრდ
ასაკი: 63
მოქალაქეობა: აშშ

Benoit Tessier/Reuters

#4 ვინსენტ მაკმაჰონი
ქონება: $3.6 მლრდ
ასაკი: 80
მოქალაქეობა: აშშ

IMDB

#5 ოპრა უინფრი
ქონება: $3.2 მლრდ
ასაკი: 72
მოქალაქეობა: აშშ

Theo Wargo/Getty Images for Tony Awards Productions

#6 ჯეი-ზი
ქონება: $2.8 მლრდ
ასაკი: 56
მოქალაქეობა: აშშ

Forbes

#7 ტეილორ სვიფტი
ქონება: $2 მლრდ
ასაკი: 36
მოქალაქეობა: აშშ

Rolling Stone

#8 კიმ კარდაშიანი 
ქონება: $1.9 მლრდ
ასაკი: 45
მოქალაქეობა: აშშ

Mike Coppola/Getty Images

#9 პიტერ ჯექსონი 
ქონება: $1.9 მლრდ
ასაკი: 64
მოქალაქეობა: ახალი ზელანდია

Getty Images

#10 მეჯიკ ჯექსონი
ქონება: $1.6 მლრდ
ასაკი: 66
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone/WireImage