„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას საბანკო სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა იმ მიმართულებებზე იმსჯელეს, რომლებიც მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი სერვისებისა და მათზე მორგებული პირობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება „პარაგრაფ თაბორში“ გაიმართა. „არქისა“ და თიბისი ბანკის თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება. კომპანიების შეფასებით, ეს საბანკო და უძრავი ქონების სექტორებს შორის ეფექტიანი პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებმა, მაღალი ხარისხის პროექტებთან ერთად, მათზე მორგებული პირობებითა და მრავალფეროვანი სერვისებით ისარგებლონ. ეს ეხება ბინის შეძენით დაინტერესებულ ყველა პირს. ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა, რომ შექმნილი გადაწყვეტილებებით მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. თიბისის მაღალი ჩართულობა აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სექტორში“, – განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

S