Global Tech Weekend-მა (GTW), რეგიონის ყველაზე მასშტაბურმა ტექნოლოგიურმა მოძრაობამ, 23-27 მარტს სან-ფრანცისკოში ბიზნეს კვირეულს წარმატებით უმასპინძლა. ხუთდღიანმა პროგრამამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო ბიზნეს ლიდერები, ინვესტორები, სტარტაპის დამფუძნებლები და კორპორაციული მენეჯერები, რომელთაც სილიკონის ველის ინოვაციურ ეკოსისტემასთან პირდაპირი წვდომის უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ.
ბიზნეს კვირეული, ნაცვლად ტრადიციული ფორმატისა, რომელშიც ყველაფერი ერთ სცენაზე ხდება, მაღალი დონის ნეთვორქინგის, სტრატეგიული შეხვედრებისა და პირდაპირი VC დიალოგების ფორმატში განვითარდა: SHACK15-ით, Georgian Innovation Hub-ით, Silkroad Innovation Hub-ითა და Frontier Tower-ით. ეს იყო მოძრაობა, რომელიც განსხვავებულ სივრცეებსა და ფორმატებს ერთიან დინამიკაში აქცევდა.
კვირეულის მთავარმა ღონისძიებამ “Where Silicon Valley meets Central Eurasia” ერთ სივრცეში 200-ზე მეტი ინვესტორი, დამფუძნებელი და ბიზნეს ეკოსისტემის ლიდერი გააერთიანა. მონაწილეებმა განიხილეს ვენჩურული კაპიტალისა და საინვესტიციო შესაძლებლობები, ეწვივნენ სილიკონის ველის წამყვან ჰაბებს და დაამყარეს კავშირები, რომლებიც კონკრეტულ შეთანხმებებში გადაიზარდა. ბიზნეს-იმერსიულ პროგრამას GTW-ის თანამაფუძნებლები გური ქოიავა, ჯაბა კიკვიძე და ნოდო ივანიძე, აგრეთვე CMO ირაკლი არჯევანიძე ესწრებოდნენ.
GTW-ს ტრადიციული კონფერენციებისგან სწორედ ეს განასხვავებს: კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამფუძნებლები, ინვესტორები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები სან-ფრანცისკოში არა ერთი ღონისძიების მონაწილეები, არამედ ერთიანი გლობალური ქსელის ნაწილი გახდნენ – ქსელისა, რომელიც ეკოსისტემებს სან-ფრანცისკოდან კავკასიამდე და ცენტრალურ აზიამდე აკავშირებს.
“GTW სან-ფრანცისკოს ბიზნეს კვირეულმა დაგვიდასტურა, რომ ეს კვირა ჩვენთვის არა ექსპოზიცია, არამედ ინტეგრაცია იყო გლობალურ ეკოსისტემაში”, – აღნიშნავს ჯაბა კიკვიძე, Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებელი.
დეცენტრალიზებული ფორმატი – GTW-ის მოძრაობის მოდელის მიღმა
GTW-ის მიდგომა სტანდარტული საკონფერენციო ფორმატისგან პრინციპულად განსხვავდება, GTW ქმნის სისტემას, სადაც კავშირები ბუნებრივად, მრავალ სივრცეში, მრავალი დღის განმავლობაში ყალიბდება. სწორედ ეს გამტარიანობა აქცევს იდეებს რეალურ პროექტებად.
სან-ფრანცისკოს წარმატებული ბიზნეს კვირეულის შემდეგ, Global Tech Weekend რეგიონულ ტრილოგიას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს: ტაშკენტი (15-17 მაისი), თბილისი (19-21 ივნისი) და ბაქო (ოქტომბერი).











