მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის მაისი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის მაისი

ფოტო: Chip-Somodevilla-AP

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის აპრილის თვე განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციების ფასის მკვეთრმა მატებამ მათი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. S&P 500 – 9%-ით, ხოლო Nasdaq-ი 15%-ით გამყარდა, რის შედეგადაც, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, პლანეტის 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა ქონებამ 2026 წლის 1-ელი მაისისთვის $2.7 ტრილიონს მიაღწია.

საერთო ჯამში, ათეულში შემავალი ადამიანების ქონება გასულ ერთ თვეში $260 მილიარდით გაიზარდა. აღსანიშნავია, მაისის ტოპ-10-ში შემავალი ყველა მილიარდერი ამერიკელია.

გასული თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მოგება ლარი პეიჯმა ნახა. Alphabet Inc.-ის აქციების ფასის 33%-ზე მეტად ზრდის ფონზე, მისი ქონება $76 მილიარდით გაიზარდა და $313 მილიარდს მიაღწია. შედეგად, პეიჯი გახდა მესამე ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამ $300 მილიარდს გადააჭარბა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას კვლავ ილონ მასკი ინარჩუნებს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში მისი ქონება შემცირდა – დაახლოებით $35 მილიარდით და $782 მილიარდს შეადგენს. კლების მთავარი მიზეზი SpaceX-ში მისი წილის გადახედვა გახდა. კერძოდ, Forbes-მა მასკის SpaceX-ში 1.25 ტრილიონი დოლარის ღირებულების წილის შეფასება 43%-დან 40%-მდე შეამცირა, რაც აპრილში ალასკაში გამოქვეყნებული კორპორაციული განახლებული დოკუმენტის საფუძველზე მოხდა.

მესამე ადგილზე გადაინაცვლა სერგეი ბრინმა, რომლის ქონება გასულ თვეში $70 მილიარდით გაიზარდა და $289 მილიარდს მიაღწია. მან ადგილი გაცვალა ჯეფ ბეზოსთან, რომელიც მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. მართალია, Amazon-ის აქციების ფასის 27%-იანი ზრდის ფონზე ბეზოსის ქონება $49 მილიარდით გაიზარდა, თუმცა ეს სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე მაიკლ დელის შემთხვევაშიც. მისი ქონება $34 მილიარდით გაიზარდა, რაც Dell Technologies-ისა და Broadcom-ის აქციების ფასის ზრდას უკავშირდება. ცნობისთვის, გასული თვის განმავლობაში კომპანიების აქციების ფასი, შესაბამისად, 27% და 35%-ით გაიზარდა.

ათეულში ბოლო მინიმუმ სამი წლის განმავლობაში პირველად დაბრუნდა ჯიმ უოლტონი, რომელიც მე-10 ადგილზე დაწინაურდა. 1-ელი მაისის მდგომარეობით, მისი ქონება $147 მილიარდს აღწევს. ჯიმის წინ, მე-9 ადგილზეა მისი ძმა რობ უოლტონია $150 მილიარდით. ორივე მათგანის ქონება Walmart-ის აქციების ფასის 6%-იანი მატების ფონზე გაიზარდა.

ამავდროულად, ათეულს გამოეთიშა ბერნარ ანრო, რომლის ქონებამ მცირედით იკლო და $142 მილიარდი შეადგინა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ტოპ-10-ში აღარ შედის – და ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც ათეული მთლიანად ამერიკელებითაა დაკომპლექტებული.

Forbes-ის მონაცემებით, 2026 წლისთვის მსოფლიოში 3,428 მილიარდერია, ხოლო მათი ქონება ბაზრების დინამიკის შესაბამისად ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ კი გთავაზობთ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სიას 2026 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით:

#1 ილონ მასკი
ქონება: $782 მლრდ (-$35 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $313 მლრდ (+$76 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 სერგეი ბრინი
ქონება: $289 მლრდ (+$70 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Michael Tran/AFP/Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $272 მლრდ (+$49 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $210 მლრდ (+$14 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#6 ლარი ელისონი
ქონება: $205 მლრდ (+$16 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#7 მაიკლ დელი 
ქონება: $177 მლრდ (+$34 მლრდ)
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Ben Sklar for Fortune

#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $173 მლრდ (+$22 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 რობ უოლტონი
ქონება: $150 მლრდ (+$7 მლრდ)
წყარო: Walmart
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი
მოქალაქეობა: აშშ

Wal-Mart Stores Inc.

#10 ჯიმ უოლტონი
ქონება: $147 მლრდ (+$7 მლრდ)
წყარო: Walmart
ასაკი: 77
საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი
მოქალაქეობა: აშშ

ფოტო: Rick T. Wilking/Getty Images