საქართველოს ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია. 2026 წლის 1-ელი ივლისიდან პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას ვალერიან გაბუნია დაიკავებს. ვალერიანი ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილეა. ახალ თანამდებობაზე კი იგი ეთერ ირემაძეს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეცვლის, რომელიც პრემიუმ საბანკო ბიზნესის მიმართულებას 2021 წლიდან ზედამხედველობდა.
“მინდა, მივულოცო ვალერიანს დამსახურებული დაწინაურება. იგი გამოცდილი, მიზნებზე ორიენტირებული ბანკირია, რომელსაც საცალო და პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულებით არაერთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას 2023 წლიდან შეუერთდა და საშუალო ბიზნესის სეგმენტის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას წარმატებით გაუძღვა. მჯერა, რომ ვალერიანი მომდევნო თანამდებობაზე ახალი ხედვების დანერგვასა და ძლიერი შედეგების მიღწევას გააგრძელებს. ამავდროულად, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ეთერ ირემაძეს საქართველოს ბანკში მისი მრავალწლიანი, თავადებული სამსახურისთვის. მისი წვლილი ჩვენს საქმიანობაში ფასდაუდებელია – განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობის ინიციატივების ზედამხედველობასა და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე პრემიუმ მომსახურების ფრენჩაიზის შექმნაში,” – აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
S













