დამოუკიდებელი საქართველოს ტურბულენტური ისტორიის ფონზე, ცოტა კომპანიას თუ შეხვდებით, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და მომავალსაც ამბიციურად ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთია ავეჯის სალონი „ბელუქსი“, რომელსაც მალე 30 წელი შეუსრულდება. მისი იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა ფირაშვილი „ფორბსს“ უყვება, რა გზა განვლო კომპანიამ დღემდე და როგორი იქნება „ბელუქსის“ ახალი შოურუმი, რომლის გახსნაც გაისად იგეგმება.
ავტორი: ანტონ კოკაია
„ბელუქსი” თითქმის 30 წლის წინ გაიხსნა. საქართველოში არცთუ ბევრია ისეთი კომპანია, რომლებიც 90-იანი წლებიდან იღებენ სათავეს და დღემდე აგრძელებენ განვითარებას. რა განაპირობებს ამგვარ ხანგრძლივობას?
30 წელი მხოლოდ ციფრი არაა – ეს არის ეპოქა, რომელმაც ჩვენ თვალწინ გაიარა. „ბელუქსის“ დაფუძნების პერიოდში საქართველოში „ინტერიერის კულტურა“ და „ევროპული ხარისხი“, ფუფუნებაზე მეტად, ერთგვარ ოცნებას ჰგავდა.
90-იანი წლებიდან დღემდე საქართველომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ბიზნესისთვის გადარჩენა მხოლოდ ფინანსებს არ ნიშნავდა, ეს ნიშნავდა ალღოს – გეგრძნო, რა სჭირდებოდა ადამიანს მაშინ, როცა გარემო ქაოსური იყო. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ავეჯის მაღაზია. ჩვენ ვიყავით ფანჯარა ევროპულ ესთეტიკაში. ვცდილობდით, მოგვეხდინა საუკეთესო მსოფლიო ტრენდების ფილტრაცია და მათი მორგება ქართული ხასიათისთვის. ვიცვლებოდით მომხმარებლებთან ერთად, ხშირად ერთი ნაბიჯით წინაც კი ვუსწრებდით მათ მოთხოვნებს.
ავეჯი ინდივიდუალური არჩევანია – შენ მას უშვებ შენს პირად სივრცეში, იქ, სადაც შენი ოჯახის ისტორია იწერება. ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია ყოველთვის ეფუძნებოდა არა გაყიდვას, არამედ ცხოვრების სტილის შეთავაზებას. „ბელუქსი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის 30-წლიანი დიალოგი ქართველ მომხმარებელთან ესთეტიკაზე, კომფორტსა და ხარისხზე. სწორედ ეს უწყვეტი დიალოგია ჩვენი ხანგრძლივობის საფუძველი. „ბელუქსმა“ისეთი რეპუტაციის შექმნა შეძლო, რომ მისი სახელი თავად არის ხარისხის გარანტია.
„ბელუქსი“ იმის მაგალითია, რომ ბიზნესის ხანგრძლივობას განსაზღვრავს არა იღბალი, არამედ პროფესიული ღირსება. ჩვენი კომპანია 30 წელია, ამტკიცებს, რომ სანდოობა არის ყველაზე მყარი კაპიტალი, რაც ბიზნესმა შეიძლება დააგროვოს.

რას ეფუძნება „ბელუქსის“ კონცეფცია და შეიცვალა თუ არა ის დროსთან ერთად?
ჩვენი კონცეფცია თავიდანვე მკაფიო იდეის გარშემო ჩამოყალიბდა: პროდუქციის ხარისხი ყოველთვის იმაზე მაღალი უნდა იყოს, ვიდრე მისი ფასია. ამ სტრატეგიამ 30 წლის განმავლობაში კომპანიას „ხელმისაწვდომი პრემიუმ-ხარისხის“ სტატუსი შეუნარჩუნა. ჩვენი პროფესიონალიზმი სწორედ ამ ბალანსის მართვის ხელოვნებაშია.
„ბელუქსის“ კონცეფცია დაარსების დღიდან სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება: პროფესიონალიზმს, სანდოობასა და, რაც მთავარია, პროდუქციის ყველაზე დიდ და მრავალფეროვან არჩევანს საქართველოში. ჩვენი მთავარი იდეა იყო და არის ის, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს არჩევანის გაკეთება ხარისხსა და მრავალფეროვნებას შორის. პირიქით, ჩვენ ვთავაზობთ სივრცეს, სადაც ერთიანდება მსოფლიო ავეჯის ინდუსტრიის ყველა ძირითადი მიმართულება.
„ბელუქსის“ კონცეფციის ცენტრში ყოველთვის იდგა მასშტაბი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა საქართველოში ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს შოურუმებში წარმოდგენილია ყველა სტილის, ფაქტურისა და დიზაინის ავეჯი – კლასიკიდან თანამედროვე მინიმალიზმამდე. პროფესიონალიზმი სწორედ ამ მრავალფეროვნების მართვაშია – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს გიგანტური ასორტიმენტი იყოს არა ქაოსური, არამედ სისტემურად შერჩეული და ხარისხის მიხედვით გაფილტრული.
შეიცვალა თუ არა კონცეფცია დროსთან ერთად? კონცეფცია განვითარდა, მაგრამ არსი არ შეუცვლია. უცვლელი დარჩა ჩვენი ერთგულება ხარისხისადმი და ამბიცია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანი გვქონდეს.
30 წლის წინაც და დღესაც, „ბელუქსი“ არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი პოულობს თავის საოცნებო ნივთს. შეიცვალა მხოლოდ მასშტაბი და მიდგომები. თუ ადრე არჩევანი რამდენიმე წამყვანი ქვეყნის იმპორტზე იყო დამოკიდებული, დღეს ჩვენი გეოგრაფია გაცილებით ფართოა. ჩვენ მუდმივად ვახდენთ ასორტიმენტის მოდერნიზაციას და ვამატებთ ინოვაციურ მასალებსა თუ დიზაინებს, რათა ჩვენი მრავალფეროვნება ყოველთვის პასუხობდეს გლობალურ ტენდენციებს.

„ბელუქსი” მრავალ მწარმოებელთან თანამშრომლობს. რა კრიტერიუმებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი შერჩევისას?
ჩემთვის იმპორტის მართვა არასდროს ყოფილა მხოლოდ პროდუქციის ტრანსპორტირება. ეს არის უმკაცრესი სელექციის პროცესი. მე „ბელუქსის“ გუნდს თითქმის გახსნისთანავე შევუერთდი და ამ წლების განმავლობაში პირადად მაქვს მოვლილი ასეულობით ქარხანა მსოფლიო მასშტაბით. პროფესიონალიზმი აქ ვლინდება დეტალების ცოდნაში: გამოყენებული მასალა, დამუშავების ტექნოლოგია, ეკოლოგიური შემადგენლობა. ჩვენ არ ვენდობით მხოლოდ კატალოგებს. ჩვენ ვიცით იმ პროდუქტის ანატომია, რომელიც საქართველოში შემოგვაქვს. როდესაც პროფესიულ დონეზე ფლობ ინფორმაციას, შენი გადაწყვეტილებები გათვლილია არა ერთჯერად მოგებაზე, არამედ გრძელვადიან ხარისხზე.
როგორც კომპანიამ, რომელიც სამ ათწლეულს ითვლის, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორების შერჩევის უმკაცრესი ფილტრი. „ბელუქსისთვის“ მომწოდებელი არ არის მხოლოდ პროდუქციის წყარო. ის არის რგოლი იმ ჯაჭვში, რომელმაც ჩვენი რეპუტაციული პასუხისმგებლობა უნდა ატაროს.
მწარმოებლების შერჩევისას ჩვენთვის გადამწყვეტია ორი ფუნდამენტური კრიტერიუმი. პირველი – წარმოების ტექნოლოგიური კულტურაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ დიზაინერული ხედვა, არამედ გამართული, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზი. პროფესიონალიზმი დეტალებშია – როგორ მუშავდება ხე, როგორია ქსოვილის სიმკვრივე, რა ტიპის მექანიზმები გამოიყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, ვინც მუდმივად ახდენს წარმოების მოდერნიზაციას. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ პროდუქტი დროს გაუძლებს.
მეორე ძირითადი კრიტერიუმი ხარისხისა და თვითღირებულების ოპტიმალური ბალანსია. სწორედ აქ ვლინდება „ხელმისაწვდომი პრემიუმ-ხარისხის“ ფორმულა. ჩვენი კრიტერიუმია ვიპოვოთ ისეთი მწარმოებლები, რომელთა პროდუქცია თავისი ტექნიკური მახასიათებლებით უტოლდება მსოფლიოს წამყვან პრემიუმ-ბრენდებს, მაგრამ ამავე დროს, მათი ფასი რაციონალურია. კომპანია აკეთებს არჩევანს მათზე, ვინც დიდ ინვესტიციას არ მიმართავს მხოლოდ ბრენდის მარკეტინგში და ამის ნაცვლად, ორიენტირებულია პროდუქტის ხარისხზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ იმაზე მაღალი ხარისხი, ვიდრე ფასია.
ავეჯის სალონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ მის პრეზენტაციასაც. როგორია „ბელუქსის“ შოურუმები და რა გამოარჩევს მათ?
ვიტყოდი, რომ „ბელუქსის“ შოურუმები კომპანიის მასშტაბისა და პროფესიონალიზმის პირდაპირი ანარეკლია. როდესაც 30 წლის განმავლობაში აშენებ ბრენდს, რომლის მთავარი დაპირება ხარისხი და ხელმისაწვდომი პრემიუმ-ხარისხია, შოურუმი ვერ იქნება მხოლოდ პროდუქციის საგამოფენო სივრცე – ის უნდა იყოს ადგილი, სადაც მომხმარებელი პროფესიულ დონეზე იღებს სრულყოფილ ინფორმაციასა და ვიზუალურ გამოცდილებას.

„ბელუქსი“ ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეს რეგიონში. ჩვენი არჩევანი იმდენად დიდია, რომ მისი ერთ სიბრტყეში მოქცევა შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, პრეზენტაციისას ვიყენებთ თემატური დაყოფის პრინციპს. მომხმარებლისთვის კომფორტული ნავიგაციაც არის – საძინებლები, მისაღები ოთახი და რბილი ავეჯი, საოფისე ავეჯი, გარე ავეჯი და აუთლეტი წარმოდგენილია დამოუკიდებელ სივრცეებად. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს, სრულად მოახდინოს კონცენტრაცია კონკრეტულ საჭიროებაზე და მრავალფეროვნებამ არ დააბნიოს.
შოურუმებში პრეზენტაცია ხაზს უსვამს იმას, რაზეც ადრე ვისაუბრეთ – ხარისხი ფასზე მაღალია. ნივთების განლაგება ისეა დაგეგმილი, რომ ნათლად გამოჩნდეს მასალის ფაქტურა, დამუშავების დონე და დეტალების სრულყოფილება. შოურუმის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას, ერთი და იმავე სტილის რამდენიმე ვარიაცია ვაჩვენოთ, რაც მომხმარებელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და გადაწყვეტილების მიღებისას მეტ თავდაჯერებულობას სძენს.
ავეჯის ინდუსტრიაში მიწოდების ვადები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორ ახერხებს „ბელუქსი” დიდი ასორტიმენტისა და მარაგების ეფექტიანად მართვას?
მართალს ბრძანებთ, მიწოდების ვადების მართვა და მარაგების სტაბილურობა ავეჯის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკური ამოცანაა.
„ბელუქსის“ შემთხვევაში, ამ გამოწვევასთან გამკლავება არ არის შემთხვევითი წარმატება – ეს არის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული, ზუსტად გათვლილი ლოგისტიკური და საოპერაციო სისტემა.
წლების განმავლობაში ჩვენ დავხვეწეთ ურთიერთობა საერთაშორისო გადამზიდავებთან და მწარმოებლებთან. მრავალწლიანი გამოცდილება ნიშნავს, რომ ვიცით თითოეული რეგიონისა თუ პორტის სპეციფიკა, წარმოების სეზონური ციკლები და შესაძლო შეფერხებები. ეს გვაძლევს საშუალებას, მიწოდების ვადები დავგეგმოთ არა თეორიულად, არამედ პრაქტიკული სიზუსტით.
„ბელუქსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ „შეკვეთიდან შეკვეთამდე“. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ მომხმარებლისთვის დრო კრიტიკულია. ამიტომ კომპანია ფლობს უზარმაზარ სასაწყობე ინფრასტრუქტურას, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად გვქონდეს დიდი მარაგები ადგილზე. ჩვენი გამოცდილება გვეხმარება სწორად დავაბალანსოთ ასორტიმენტი, ანუ ვიცოდეთ, რაზე იქნება მოთხოვნა, რათა მომხმარებელს ნივთის მისაღებად თვეობით ლოდინი არ მოუწიოს.
ასევე, ჩვენ გვაქვს კრიზისების მართვის დიდი გამოცდილება. 30 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ უამრავი გლობალური თუ ადგილობრივი კრიზისი, რამაც მოქნილობა გვასწავლა. მაშინ, როცა ახალი კომპანიებისთვის მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტა კრიტიკული აღმოჩნდება ხოლმე, „ბელუქსს“ აქვს მზა, ალტერნატიული გზები და პარტნიორული რესურსი, რომ პროცესი არ გაჩერდეს.
ეს არის სანდოობის უმაღლესი ფორმა, როდესაც მომხმარებელმა იცის, რომ კომპანიის გამოცდილება მისი სიმშვიდის გარანტიაა. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ პროგნოზირებადი პარტნიორები ისეთ არაპროგნოზირებად სფეროში, როგორიც საერთაშორისო იმპორტია.

გაისად „ბელუქსი” თავისი ისტორიის მეოთხე ათწლეულში გადავა. როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიის განვითარება მომავალში?
მეოთხე ათწლეულში გადასვლა ჩვენთვის არა მხოლოდ საიუბილეო თარიღი, არამედ ახალი, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ეტაპია. როდესაც 30-წლიანი მყარი საძირკველი გაქვს, მომავლის ხედვაც უფრო მასშტაბური და ამბიციურია. „ბელუქსის“ მომავალს ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზში ვხედავთ.
ჩვენი განვითარების სტრატეგია რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი – ტექნოლოგიური ინოვაციები და ციფრული გამოცდილებაა. ჩვენი მიზანია, პროფესიული ექსპერტიზა ციფრულ სამყაროში გადავიტანოთ. მომავალ ათწლეულში „ბელუქსი“ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ტექნოლოგიებში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შოურუმში მოსვლამდე, ვირტუალური რეალობისა და დისტანციური კონსულტაციის დახმარებით, ზუსტად შეარჩიოს მისთვის სასურველი ნივთი.
მეორე მიმართულება – მდგრადი განვითარება და ეკო-პასუხისმგებლობაა. მომავალი ათწლეულის მთავარი გამოწვევა ეკოლოგიაა. „ბელუქსი“ გეგმავს, კიდევ უფრო გაამკაცროს შერჩევის კრიტერიუმები და უპირატესობა მიანიჭოს იმ მწარმოებლებს, რომლებიც იყენებენ სრულად განახლებად რესურსებსა და ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პრემიუმ-ხარისხი იყოს არა მხოლოდ ფუნქციური და ლამაზი, არამედ ეთიკური ნორმების დაცვით შექმნილი და გარემოსთვის უსაფრთხო.
მესამე ამოცანა – რეგიონული ლიდერობის განმტკიცებაა. ჩვენი ამბიციაა, „ბელუქსი“ დარჩეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მთავარ ინსტიტუციად ავეჯის ინდუსტრიაში. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ მთავარი კონსულტანტები ინტერიერის კულტურის განვითარებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მასშტაბური შოურუმების კონცეფციის დახვეწას, რათა მომხმარებელმა ყოველთვის მიიღოს მსოფლიო დონის სერვისი და პროდუქცია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, როდესაც „ბელუქსი“ მეოთხე ათწლეულში შეაბიჯებს, ჩვენს მომხმარებელს ახალ შოურუმს წარვუდგენთ. ეს იქნება კონცეპტუალური სივრცე, რომელიც უფრო მაღალი სეგმენტისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული.
ის ექსკლუზიური კოლექციები და ინტერიერის გადაწყვეტები, რომლებსაც ახალ შოურუმში ვიხილავთ, ყველაზე დახვეწილ გემოვნებასაც კი სასიამოვნოდ გააოცებს. ეს იქნება ჩვენი 30-წლიანი გამოცდილების შეჯამება – კიდევ უფრო მეტი ხარისხი და კიდევ უფრო მაღალი ესთეტიკა.
ჩვენ გვაქვს წარსული, რომლითაც ვამაყობთ და გვაქვს მომავალი, რომლისთვისაც მზად ვართ. მომდევნო ათწლეული იქნება იმ პროფესიული ღირებულებების შენარჩუნების ხანა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და იმ ახალი გამოწვევების პერიოდი, რომელსაც მომავალი წლის გრანდიოზული სიახლით დავიწყებთ.
S














