რომელი ქვეყნები აკონტროლებენ გლობალურ ვაჭრობას?

რომელი ქვეყნები აკონტროლებენ გლობალურ ვაჭრობას?

ფოტო: trendsgroup.org

 

სახელმწიფოთა შორის ვაჭრობა დიდწილად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მთავარი წინაპირობაა. ის ხელს უწყობს ეკონომიკების ერთმანეთთან დაკავშირებას და დამოკიდებულების ზრდას, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ომების წარმოება ან მიმდინარე ომების შეწყვეტა სავაჭრო პერსპექტივებთანაა დაკავშირებული.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების სიას 2025 წლის მონაცემებით. სტატისტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანგარიშს ეფუძნება.

რეიტინგები ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებული გახდა თანამედროვე მიწოდების ჯაჭვები, სადაც ბევრი ქვეყანა ნედლეულისა და კომპონენტების იმპორტს ახორციელებს, სანამ გლობალურ ბაზრებზე მზა პროდუქტს საექსპორტოდ გასცემს.

2025 წლის მონაცემებით, გლობალურ საიმპორტო მაჩვენებლებში აშშ ლიდერობს. გასულ წელს შეერთებულ შტატებში $3.5 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ქვეყანა კვლავ რჩება მომხმარებელთა გლობალური მოთხოვნის მთავარ მამოძრავებელ ძალად, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო პარტნიორებისგან ელექტრონიკის, სატრანსპორტო საშუალებების, დანადგარების, ტანსაცმლისა და სამრეწველო საქონლის მასიურ იმპორტს ახორციელებს.

მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ჩინეთია, სადაც 2025-ში $2.6 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. რეიტინგში მესამე ადგილს კი $1.5 ტრილიონის ღირებულების იმპორტით გერმანია იკავებს.

ადგილიიმპორტიორიღირებულებაცვლილება 2024-თან
1აშშ$3.5 ტრილიონი4%
2ჩინეთი$2.6 ტრილიონი0%
3გერმანია$1.5 ტრილიონი9%
4გაერთიანებული სამეფო$949 მილიარდი16%
5ნიდერლანდები$870 მილიარდი7%
6ჰონგ-კონგი$832 მილიარდი18%
7საფრანგეთი$786 მილიარდი5%
8იაპონია$756 მილიარდი2%
9ინდოეთი$753 მილიარდი5%
10მექსიკა$683 მილიარდი4%

რაც შეეხება უმსხვილეს ექსპორტიორებს, აქ ჩინეთი ლიდერობს. 2025 წელს ჩინეთიდან $3.8 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ჩინეთის ექსპორტში დომინირება მისი უზარმაზარი საწარმოო ბაზით არის განპირობებული, რომელიც მსოფლიო ბაზრებს აწვდის ყველაფერს, სამომხმარებლო ელექტრონიკით დაწყებული, სამრეწველო დანადგარებით დამთავრებული.

იმპორტის მაჩვენებლების მსგავსად, პირველ და მეორე პოზიციას ექსპორტშიც აშშ და ჩინეთი იყოფენ. 2025 წელს აშშ-დან $2.2 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. რეიტინგის მესამე პოზიციაზე კი ამ მიმართულებაშიც გერმანიაა($1.8 ტრილიონი).

როგორც ხედავთ, მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ერთი და იგივე სახელმწიფოები ხვდებიან. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წამყვანი ეკონომიკების დომინაციას გლობალურ ვაჭრობაში.

ადგილიიმპორტიორიღირებულებაცვლილება 2024-თან
1ჩინეთი$3.8 ტრილიონი5%
2აშშ$2.2 ტრილიონი6%
3გერმანია$1.8 ტრილიონი5%
4ნიდერლანდები$989 მილიარდი7%
5ჰონგ-კონგი$754 მილიარდი17%
6იაპონია$738 მილიარდი4%
7იტალია$726 მილიარდი8%
8სამხრეთი კორეა$709 მილიარდი4%
9არაბთა გაერთიანებული საამიროები$707 მილიარდი17%
10საფრანგეთი$683 მილიარდი7%

შესამჩნევია, რომ როგორც საიმპორტო, ისე საექსპორტო რეიტინგებში მაღალი პოზიციები დაიკავეს ისეთმა მცირე ეკონომიკებმა, როგორებიც ნიდერლანდები და ჰონგ-კონგია. ნიდერლანდების შემთხვევაში ეს მისი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაა, რადგან ის ევროპისთვის საპორტო კარიბჭეს წარმოადგენს და, შესაბამისად, ქვეყანაში პორტები და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული. ჰონგ-კონგი კი ჩინეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩინეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის 40% სწორედ ჰონგ-კონგში მიდის.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.